საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სომხეთი 5-დღიან მონაკვეთში ორჯერ დაამარცხა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში განდგურების შემდეგ (5:0) , სომხები ამჯერად საკუთარ მიწაზე, ერევანში დავამარცხეთ.
კავკასიური დერბი ჩვენია: საქართველომ სომხეთი გაანადგურა
თბილისური მატჩისგან განსხვავებით, ეს შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და მხოლოდ მინიმალური სხვაობით დასრულდა – 3:2. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მატჩისთვის საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ნატურალიზირებული ბრაზილიელი ბრუნო პეტრი შეუერთდა.
მატჩი საქართველოს უპირატესობით დაიწყო. საწყის წუთებში ორი ძელის შემდეგ, მე-6 წუთზე ანგარიში ნიკოლოზ კურტანიძემ გახსნა. ზუსტად სამ წუთში კი, სომხეთა კარი ბინიომ აიღო.
სომხებმა მინიქამბექი შემოგვთავაზეს და ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ რონინიოს ეფექტური პასით ელისანდრომ უზუსტესი დაურტყა მეკარეს და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ ჩვენი გუნდის 38 წლის მეკარე ზვიად კუპატაძე, რომელსაც სომხეთთან მატჩში 16 სეივი ჰქონდა.
სომხეთთან გადამწყვეტი თამაშები გველის: ზვიად კუპატაძე
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 7 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზეა. ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენს მთავარ კონკურენტს საფრანგეთს 2 ქულა აქვს, 1 – სომხეთს. ჯგუფს 12 ქულით რუსეთი ლიდერობს.
2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის პირველი ადგილოსანი ავტომატურად გადის, მეორე ადგილოსანი კი პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას.
GIPHY App Key not set. Please check settings