არსებობს ოპტა, რომელიც 2003/04 წლების შემდეგ ითვლის ყველაფერს, მაგრამ, როდესაც საქმე მუნდიალს ეხება, სტატისტიკა კიდევ უფრო შორეული წარსულიდანაც გვაქვს, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატს, ყოველთვის, უდიდესი საერთო ინტერესი გასდევდა ფონად.
ენ ნესირი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა მაროკოს ნაკრებთან ერთად, მაგრამ გუშინდელი დღე მისი საფეხბურთო კარიერის შავი ლაქაა. ენ ნესირის 67 წუთის განმავლობაში, მხოლოდ 3 შეხება ჰქონდა, რაც 1966 წლის შემდეგ ყველაზე უარესი მაჩვენებელია.
შვეიცარული არ ვიცით, მაგრამ გუშინ ბოქლომქვეშ, “სევილიელი” ენ ნესირი აღმოჩნდა, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა – პორტუგალიის ნაკრების კარში გატანილი გოლის დროს, 2.78 მეტრიანი ვერტიკალი დააფიქსირა, რითაც რონალდუს მხრიდან “სამპდორიას” კარში გატანილი 2.56-იანი ნიშნული მთელი 22 სანტიმეტრით გააუმჯობესა.
GIPHY App Key not set. Please check settings