in

ენისეი-შავი ლომი გადაიდო

ხვალ, სოჭში რაგბი ევროპის სუპერთასის მეოთხე ტურის შეხვედრა უნდა გამართულიყო, რომელშიც პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” კრასნოიარსკის “ენისეის” უნდა შეხვედროდა.

სოჭში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში შესვლაზე შეზღუდვები დააწესა, რის გამოც “შავი ლომის” თვითმფრინავი დათქმულ დროს სოჭში ჩასვლას ვერ ახერხებს. მატჩის გამართვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბოლქვაძემ ერთეულებში წააგო, მაგრამ წყვილებში ბრძოლას აგრძელებს

დღეს დიეგოობაა