in

ემპოლი ფინალში ვერ გავიდა, გოგლიჩიძემ მეორე ტაიმი ითამაშა

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ იტალიის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში სტუმრად„ბოლონიასთან“ დამარცხდა – 1:2.

ინტრიგა დიდი არც ყოფილა, რადგან პირველი შეხვედრა „ემპოლის“ 0:3 ჰქონდა წაგებული. მწვრთნელმა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები და მათ შორის გოგლიჩიძე ძირითადში არც დააყენა.

ქართველი მცველი მეორე ტაიმის დასაწყისში შევიდა შეცვლაზე.
შეფასებები: sofascore – 6.6, flashscore – 6.5.

ბოლონია – ემპოლი 2:1
გოლები: 1:0 ფაბიანი (7), 1:1 კოვალენკო (33), 2:1 დალინგა (86)

14 მაისს „ბოლონია“ ფინალში „მილანს“ შეხვდება.

„ემპოლი“ მომდევნო შეხვედრას 27 აპრილს ჩაატარებს, სერია A-ს 34-ე ტურში ფლორენციაში „ფიორენტინას“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლურჯი ზვიგენები: რა გუნდია კაბო ვერდე

ზურიკო ბეშიქთაშშიო: თურქებმა დაწერეს