in

ემპოლის დაცვამ ცუდად ითამაშა და წააგო: გოგლიჩიძე შეცვალეს

საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ სერია A -ს მე-18 ტურში „ჯენოას“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და დამარცხდა – 1:2.

ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასებები მაღალი არ არის: Flashscore – 6.2; Sofascore – 6.0; Whoscored – 5.3.

სტუმრები მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდნენ, როდესც მეკარე ვასკესმა საჯარიმოში გოგლიჩიძეს ცუდი პასი გაუკეთა.
უნდა ითქვას, რომ ზოგადად ცუდად ითამაშა მასპინძელთა დაცვამ, განსაკუთრებით ფლანგებზე.

ემპოლი – ჯენოა 1:2
გოლები: 0:1 ბადელი (46), 0:2 ეკუბანი (68), 1:2 ესპოზიტო (74)
გამოუყენებელი პენალტი: ესპოზიტო (54, ემპოლი)

„ემპოლიმ“ 2024 წელი 19 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა.
მომდევნო მატჩს კი 4 იანვარს, სტუმრად გამართავს „ვენეციასთან”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავითაშვილი ზაფხულის ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია

მიქაუტაძის მსურველებს შორის ევერტონიც გამოჩნდა