საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი ქვეყნისა და პოლონეთის ნაკრებების მატჩის შედეგი გამოიცნო, ისევ გააკეთა პროგნოზი.
მაკრონი მეოთხედფინალში საფრანგეთის მიერ ინგლისის დამარცხებას წინასწარმეტყველებს.
“თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. თუმცა, ჯერ ანგარიშის დასახელება არ შემიძლია. ვფიქრობ, მოვიგებთ. ანგარიშს მატჩის წინ გეტყვით. ჯერ განაცხადები უნდა ვნახო.
მინდა ჩემს გუნდს პოლონეთთან შესანიშნავი თამაში მივულოცო. თუ ინგლისს მოვუგებთ, როგორც დავპირდი, კატარში ნახეარფინალსა და ფინალზე ჩავფრინდები, – განუცხადა მაკრონმა RTL-ს.
საფრანგეთისა და ინგლისის დაპირისპირება 10 დეკემბერს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings