სერ ელტონ ჯონი გარი ლინეკერს 10 ფუნტზე დაენიძლავა.
76 წლის მუსიკოსი „უოტფორდს“ გულშემატკივრობს. ის 1976-87 წლებში, ასევე 1997-2002 წლებში კლუბის თავჯდომარეც კი იყო.
ლინეკერი „ლესტერის“ ქომაგია. ის ამ გუნდში 1978-85 წლებში თამაშობდა და მისი პირველი კლუბი იყო.
25 ნოემბერს „მელიებმა“ 2:0 დაამარცხეს „უოტფორდი“ ჯეიმი ვარდის დუბლით. მატჩამდე ლინეკერი და ელტონ ჯონი დანიძლავდნენ, მომღერალი 10 ფუნტს ჩამოვიდა წაგების შემთხვევაში.
ელტონმა ყოფილ ფეხბურთელს ფული გაუგზავნა და ბოდიში მოუხადა დაგვიანებისთვის.
„ძვირფასო გარი, ბოდიში, რომ ასე გვიან გიგზავნი! ბედნიერ ახალ წელს. გამიხარდა შენი ნახვა! მადლობა. სიყვარულით, ელტონი“, – დაწერა მომღერალმა.
GIPHY App Key not set. Please check settings