ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალი“ 4-0 ანგარიშით გაანადგურა. მოგეხსენებათ, ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია პარიზული გრანდის ღირსებას იცავს და ვნახოთ, როგორი შეფასება გაუკეთეს მას სხვადასხვა უცხოურმა საფეხბურთო ვებგვერდებმა:
Goal.com – 8/10
“ხვიჩა კვარაცხელია – ელექტრულად მოძრავი მარცხენა ფლანგზე. ქართველის თამაშს გოლი დააგვირგვინებდა, თუმცა რამდენიმე მომენტში მას ბურთის გატანის ალღოს უნარმა დააღალატა, ქართველისგან თამაში ჩვეულ სტილში ვიხილეთ. დაცვაში საკმაოდ გამოსადეგი იყო, ხოლო მისგან ნაჩვენები არანორმალური ფიზიკური დატვირთვა კი შექებას იმსახურებს”.
Footmercato – 7/10
“მისი და ნუნუ მენდეშის დუეტი იდეალურად მუშაობს. ხვიჩამ რამდენიმე შანსიც შექმნა, მაგრამ ბოლო მომენტში სიზუსტე დააკლდა. მისთვის დასაბრალებელი არაფერი გვაქვს”.
Psgpost.com – 7/10
“ის მეტოქის მარჯვენა ფლანგისთვის კვლავაც კოშმარი იყო. ფედერიკო ვალვერდეს დიდი წვალების გადატანა მოუხდა, რადგან ქართველი დაუნდობლად უტევდა ურუგვაელის მხარეს და ამავდროულად, დაცვაში ნუნუ მენდეშს არაერთხელ აზღვევდა”.

შეგახსენებთ, პსჟ ტურნირის ფინალში “ჩელსის” დაუპირისპირდება, მატჩი 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings