in

ეკა გორგოძე კარლსრუეს ტურნირის გამარჯვებულია

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე გერმანიის ქალაქ კარლსრუეში დასრულებულ ტურნირზე წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა.

ქართველი ჩოგბურთელი წყვილში რუმინელ ირინა ბარასთან ერთად გამოდიოდა. ქართულ-რუმინულმა წყვილმა, რომელიც ტურნირზე მესამე ნომრად იყო განთესილი, ფინალურ დაპირისპირებაში პოლენელი კატარჟინა პიტერსას და ეგვიპტელ მიარ შერიფის წყვილს 6:3, 2:6, 10:7 სძლიეს.

მანამდე, Liqui Moly Open 2021-ზე, გორგოძემ და ბარამ ორ რუსულ წყვილს აჯობეს: ფომინასა და იაშინას – 7:5, 6:2, ხოლო ძალამიძესა და პანოვას – 6:3, 6:1

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კახელების ისტორიული გამარჯვება: ტორპედომ დილას დაუღამა, ბათუმმა ვერ ისარგებლა

შენგელიას 9 ქულა ოლიმპიაკოსთან: ცსკა-მ კვიპროსის ოთხთა ტურნირი მოიგო