ეთერ ლიპარტელიანი პარიზის გრან სლემის ბრინჯაოს მედალოსანია.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი სლოვენიელ კაია კეიზერს უნდა შეხვედროდა, მაგრამ სლოვენიელი ტრავმის გამო არ გამოცხადდა და ლიპარტელიანს უბრძოლველი გამარჯვება ჩაეთვალა.
ლიპარტელიანმა აღნიშნულ ტურნირზე მავრიტანელი და ფრანგი სპორტსმენები დაამარცხა. მეოთხედფინალში კი, ფრანგ მოკდართან დამარცხდა.
GIPHY App Key not set. Please check settings