0 – ბელგიამ 8 მატჩი ჩაატარა ევროპის ჩემპიონატების პლეი-ოფებში, მაგრამ არცერთ მათგანში არ უთამაშია დამატებითი დრო.
1 – E ჯგუფში რუმინეთმა პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო უკრაინამ პირველად ითამაშა ფრედ ევროპის ჩემპიონატზე; ამას გარდა, დანია ზედიზედ მეორედ გავიდა ევროს ჯგუფური ეტაპიდან და ეს პირველი შემთხვევაა ამ ნაკრების ისტორიაში; სლოვენია და საქართველო პირველად გავიდნენ პლეი-ოფში; ესპანეთმა ჯგუფურ ეტაპზე ერთი გოლიც არ გაუშვა; ინგლისი პირველად გავიდა მთავარი ტურნირის ფინალში მშობლიური ქვეყნის გარეთ; ასევე, ინგლისი გახდა პირველი გუნდი, ვინც ფინალში გავიდა იმის მიუხედავად, რომ პლეი-ოფის ყველა მატჩში თავიდან მეტოქეს გაჰქონდა გოლი.
2 – ფრანსიშკუ კონსეისაოს (პორტუგალია) გოლი ჩეხეთის ნაკრებთან ნიშნავდა, რომ ის შეუერთდა “მამებისა და შვილების ექსკლუზიურ კლუბს”, რომლებმაც გაიტანეს გოლები ევროპის ჩემპიონატებზე. მამამისმა, სერჟიო კონსეისაომ, ევრო 2000-ზე გამოიჩინა თავი. მამა-შვილის მეორე დუეტი, რომელმაც ფინალურ ეტაპზე გაიტანა, იტალიურია – ენრიკო კიეზა (ევრო 1996) და ფედერიკო კიეზა (ევრო 2020).
3 – დიოგო კოშტა გახდა პირველი მეკარე, რომელმაც 3 პენალტი მოიგერია ევროპის ჩემპიონატებზე პენალტების სერიაში (პორტუგალია-სლოვანია). ის ასევე გახდა პირველი მეკარე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე პენალტების სერიაში არ გაუშვა გოლი; ამავდროულად, მოქმედი ჩემპიონები ბოლო სამ ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალიდან გამოეთიშნენ (იტალია – ევრო 2024-ზე, პორტუგალია – ევრო 2020-ზე და ესპანეთი – ევრო 2016-ზე); გარეტ საუთგეიტი (ინგლისი) გახდა მესამე მწვრთნელი, რომელიც ორჯერ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ჰელმუტ შიონისა და ბერტი ფოგთსის (ორივე – გერმანია).
4 – ესპანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ოთხჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი; ინგლისის ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატებზე ნათამაშები 5 მეოთხედფინალიდან ოთხში გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა; ასევე, შვეიცარიის ნაკრების 5 პლეი-ოფიდან 4 მატჩში გახდა საჭირო 11-მეტრიანების სერია.
5 – დაამარცხა რა შოტლანდია 5:1, გერმანია გახდა პირველი ნაკრები 1960 წლის ჩემპიონატის (იუგოსლავია-საფრანგეთი 5:4) შემდეგ, ვინც ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩში 5 გოლი გაიტანა; ჰარი კეინი გახდა მე-5 მოთამაშე, რომელმაც ერთზე მეტ ნახევარფინალში გაიტანა გოლი ვალენტინ ივანოვის, ვიქტორ პონედელნიკის (ორივე – სსრკ), დრაგან ჯაიჩისა (იუგოსლავია) და კრიშტიანო რონალდოს (პორტუგალია) შემდეგ.
6 – კრიშტიანო რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 2004 წლის შემდეგ მონაწილეობა მიიღო 6 ევროპის ჩემპიონატში. რონალდომ განაახლა თავისი რეკორდი ფინალურ ეტაპებზე ჩატარებული მატჩების რაოდენობისა (30) და ხანდაზმულობის (39 წლის და 151 დღის) მხრივ. ამავე დროს, ამ ასაკში მან დაამყარა ახალი რეკორდი როცა თავი გამოიჩინა პენალტების სერიაში; თუმცა, სათამაშო სიტუაციიდან მან ვერ შეძლო გატანა ამ ევროპის ჩემპიონატებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შვეიცარიელი ჯერდან შაჩირი გახდა ერთადერთი ევროპელი მოთამაშე, რომელსაც ბოლო 6 ძირითადი ტურნირიდან თითოეულში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
7 – ესპანეთმა ევრო 2024-ზე ზედიზედ 7 მატჩი მოიგო პენალტების სერიის გარეშე, რაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში სხვა ვერცერთმა ნაკრებმა ვერ მოახერხა.
8 – ესპანეთი და იტალია მერვედ (ზედიზედ – ხუთჯერ) შეხვდნენ ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე. ეს რეკორდია – ამდენჯერ ევროპის ჩემპიონატებზე სხვა არცერთი ნაკრები არ შეხვედრია ერთმანეთს; გერმანიის ნაკრებმა მერვედ (რეკორდი) მოიგო ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩი.
9 – მას შემდეგ რაც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ტოგო 2:0 დაამარცხა, საფრანგეთს დიდ ტურნირების ჯგუფურ სტადიაზე მესამე ტურის არცერთი შეხვედრა არ მოუგია (5 ფრე, 4 წაგება), თუმცა “ლურჯებს” არასოდეს წაუგიათ პირველი მატჩი ჯგუფურ ეტაპებზე (7 მოგება, 3 ფრე). ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მიკელ ოიარსაბალის მიერ გატანილი 12 გოლიდან 9 – შეცვლაზე შესულზე მოდის.
11 – ალბანეთი გახდა პირველი ნაკრები, ვინც ევრო 2008-ის შემდეგ პირველი გოლი გაუტანა იტალიის ნაკრებს პირველ ტაიმში, რითაც დასრულდა 11-მატჩიანი სერია.
11, 12 – დანი კარვახალი და ნაჩო ფერნანდესი (ორივე – ესპანეთი) გახდნენ მე-11 და მე-12 მოთამაშეები, რომლებმაც ერთ ზაფხულში მოიგეს ევროპის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა.
13 – ნ’გოლო კანტემ (საფრანგეთი) დაამყარა რეკორდი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი წაუგებელი მატჩი (7 მოგება, 6 ფრე). ეს სერია მეოთხედფინალში შეწყვიტა ესპანეთის ნაკრებმა; გარეთ საუთგეიტის ხელში ინგლისის ნაკრებს არ ჰქონდა წაგება ევროპის ჩემპიონატის 13 მატჩში (8 მოგება, 5 ფრე, პენალტების სერიის გამოკლებით), რაც სარეკორდოა მწვრთნელისთვის. ეს სერიაც ესპანეთმა შეწყვიტა.
15 – ესპანეთმა ამ ჩემპიონატში 15 ჯერ აიღო მეტოქეთა კარი, რითაც დაამყარა რეკორდი ერთ ტურნირში გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ. ესპანელებმა გააუმჯობესეს საფრანგეთის ნაკრების მიღწევა – 14 გოლი ევროპის 1984 და 2020 წლების ჩემპიონატებზე.
16 – ესპანელმა თინეიჯერმა ლამინ იამალმა ისტორია დაწერა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე უთამაშია. შემდეგ ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი და ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინც ითამაშა ფინალში მისი მე-17 დაბადების დღის შემდეგ.
18 – მანუელ ნოიერმა (გერმანია) ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში მე-18 მატჩი ჩაატარა ევროპის ჩემპიონატებზე და გააუმჯობესა მეკარეების რეკორდი, რომელიც დამყარებული იყო ჯანლუიჯი ბუფონის (17, იტალია) მიერ.
19 – არდა გიულერი (თურქეთი) გახდა ყველაზე ახალგაზრდა (19 წლის და 114 დღის) ფეხბურთელი, რომელმაც გაიტანა მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, რითაც 14 დღით გააუმჯობესა რონალდოს რეკორდი.
20 – ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი გახდა ყველაზე ახალგაზრდა (20 წლის და 353 დღის) მოთამაშე, რომელმაც ევროპის ორ ჩემპიონატში მოასწრო თამაში, და ყველაზე ახალგაზრდა (21 წლის და 7 დღის) მოთამაშე, ვინც ითამაშა ევროს ორ მეოთხედფინალში.
22 – ბუკაიო საკა (22 წლის და 313 დღის) გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ითამაშა ორ ევროფინალში, დაამყარა რეკორდი, რომელიც ადრე ეკუთვნოდა ული ჰიონესს (გერმანია, 24 წლის და 167 დღის).
23 – ნედიმ ბაირამიმ (ალბანეთი) იტალიასთან 23-ე წამზე გაიტანა გოლი და გააუმჯობესა რუსი დმიტრი კირიჩენკოს (67-ე წამი) მიერ ევრო 2024-ზე დამყარებული რეკორდი; გარდა ამისა, 23 წლის და 234 დღის უნგრელი ნახევარმცველი დომინიკ სობოსლაი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც გუნდს ევროპის ჩემპიონატზე უკაპიტნა.
27 – ევროპის ჩემპიონატებზე ჩეხეთის ნაკრების ბოლო 27 მატჩიდან არცერთი არ დასრულებულა გოლების გარეშე.
29 – საქართველო გახდა 29-ე ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა; ასევე, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილს 4 მატჩში 29 მოგერიება ჰქონდა – თერთმეტით მეტი, ვიდრე მეორე საუკეთესო შედეგის მქონე ნიდერლანდელ ბარტ ვერბრიუგენს (18 მოგერიება).
36 – იულიან ნაგელსმანი (გერმანია) გახდა ყველაზე ახალგაზრდა (36 წლის და 327 დღის) მწვრთნელი მათ შორის, ვინც ამა თუ იმ ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატებზე უხელმძღვანელა; ამას გარდა, კილიან მბაპემ ამ ევროპის ჩემპიონატზე დააფიქსირა 36,5 კმ/სთ სიჩქარე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა ჩემპიონატის მონაწილე მოთამაშეებს შორის.
38 – როცა 38 წლისა და 289 დღის ლუკა მოდრიჩმა (ხორვატია) იტალიას გოლი გაუტანა, ავსტრიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, ივიცა ვასტიჩის რეკორდი და გახდა ყველაზე ასაკოვანი მათ შორის, ვისაც კი ევროპის ჩემპიონატებზე გოლი გაუტანია. ესპანელი ხესუს ნავასი გახდა ყველაზე ასაკოვანი (38 წელი და 231 დღე) მოთამაშე, რომელმაც ითამაშა დიდი ტურნირების ნახევარფინალში.
41 – ჩეხეთთან მატჩში პეპე (პორტუგალია) გახდა ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში. თურქეთთან, სლოვენიასა და საფრანგეთთან მატჩებში მან საკუთარი რეკორდი 41 წლამდე და 130 დღემდე გააუმჯობესა.
50 – ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდებსა და საფრანგეთს შორის მატჩში დაფიქსირებულმა 0:0-მა შეწყვიტა ევროპის ჩემპიონატებზე 50-მატჩიანი სერია უგოლო ფრეების გარეშე. ბოლო მატჩი, რომელიც ევროზე 0:0 დასრულდა, იყო ინგლისი-შოტლანდია 2021 წელს.
64,8 – პორტუგალიას ბურთი საშუალოდ 64,8% ჰქონდა ფინალური ეტაპის ხუთ მატჩში. არცერთ სხვა გუნდს არ ჰქონია ბურთის 60% პროცენტზე მეტი.
91.2 – გერმანიის ნაკრების ფეხბურთელთა პასების სიზუსტე იყო 91.2%, რაც ტურნირის მონაწილე 24 ნაკრებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
100 – კევინ ჩობოტის (უნგრეთი) მიერ მე-100 წუთზე შოტლანდიის ნაკრების კარში გატანილი გოლი იყო ყველაზე გვიანი, რაც ევროპის ჩემპიონატებზე რეგულარულ დროში გასულა.
117 – ევრო 2024-ზე გავიდა 117 გოლი გავიდა, საშუალოდ 2.30 მატჩში. მიხაელ გრეგორიჩის (ავსტრია) მიერ თურქეთის ნაკრების კარში გატანილი გოლი იყო მე-100 იყო ევრო 2024-ზე.
290 – ესპანეთის ნაკრებს ჰქონდა 290 დარტყმა კარში – ყველაზე მაღალი შედეგი ტურნირში მონაწილე გუნდებს შორის. შედარებისთვის, მეორე ადგილზე გასულ ინგლისს ჰქონდა 38-ით ნაკლები დარტყმა.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings