გუშინ ევრო 2024 ის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და შემდეგ ეტაპზე გასულ გუნდებს, კიდევ შეემატა რამდენიმე.
საქართველოსა და ესპანეთის მატჩზე, რომელიც 3:1 დავთმეთ, არ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, ალბათ ბევრმა ნახეთ თამაში პირდაპირში.
რაც შეეხება დანარჩენ შეხვედრებს: შოტლანდია-ნორვეგია 3:3 დასრულდა. შოტლანდიამ შესარჩევი ეტაპი 17 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა, ხოლო ნორვეგიამ 11 ქულით – მესამეზე და ევრო 2024-ზე გასვლის არანაირი შესაძლებლობა არ აქვს.
ბელგია-აზერბაიჯანი 5:0, შვედეთი-ესტონეთი 2:0, უნგრეთი-მონტენეგრო 3:1, სერბეთი-ბულგარეთი 2:2, ბოსნია ჰერცოგოვინა-სლოვაკეთი 1:2, ლიხტენშტეინი-ლუქსემბურგი 0:1, პორტუგალია-ისლანდია 2:0.
ასე რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე უკვე გავიდნენ შემდეგი გუნდები: გერმანია (მასპინძელი), ესპანეთი, შოტლანდია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ინგლისი, იტალია, თურქეთი, ხორვატია, ალბანეთი, ჩეხეთი, ბელგია, ავსტრია, უნგრეთი, სერბეთი, დანია, სლოვენია, რუმინეთი, შვეიცარია, პორტუგალია და სლოვაკეთი.