წელს პირველად ევროპის ჩემპიონატზე გუნდებს უფლება მიეცათ განაცხადაში 26 მოთამაშე შეიყვანონ. უმეტესმა მწვრთნელებმა უკვე გააკეთეს საბოლოო არჩევანი. შესაბამისად, იწყება ხოლმე სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების დაჯამება.
ახლა 5 ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გამოარჩიეს და აი რა აღმოჩნდა.
ყველაზე ხნიერი ნიდერლანდების მეკარე მარტენ სტეკელენბურგია, რომელიც დღეს (3 ივნისის მონაცემებით) 38 წლის და 273 დღისაა.
ტოპ 5-ში ასევე შედიან – შოტლანდიის ნაკრების მეკარე კრეიგ გორდონი (38 წლის და 173 დღის), პორტუგალიის ნაკრების მცველი პეპე (38 წლის და 116 დღის), ჩრდ მაკედონიის ფორვარდი გორან პანდევი (37 წლის და 330 დღის) და რუსეთის ნაკრების მცველი იური ჟირკოვი (37 წლის და 306 დღის).
ჩვენი ჯგუფელი ბებერი ყოფილა: ევრო 2020-ის ყველაზე ხნიერები და ახალგაზრდები
ევროპის ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისს რომიდან აიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings