in

ევრო 2020-ის ქალაქები მაყურებლისთვის მზად არიან: რას გადაწყვეტს უეფა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც შარშან ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ყველასთვის კარგად ცნობილი მიზეზების გამო, გადაიდო, დამდეგ ზაფხულს გაიმართება. აღნიშნული ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებულია, რადგან ტურნირს ერთდროულად 11 ქვეყანა უმასპინძლებს.

ევრო 2020-დან შესაძლოა 3 ქალაქი ამოვარდეს: საფრთხის ქვეშ გლაზგო, დუბლინი და ბილბაო არიან

წყაროს ცნობით, ქვეყნებს 7 აპრილამდე უნდა ეცნობებინათ უეფასთვის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და შეძლებდნენ თუ არა სტადიონებზე გულშემატკივრების შეშვებას. მასპინძელი ქალაქებიდან ყველაზე პრობლემური დუბლინია, რადგან ირლანდიის სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, გარანტიებს ვერ იძლევიან.

დაიშვება თუ არა ევრო 2020-ის მატჩებზე გულშემატკივარი საბოლოო გადაწყვეტილებას უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი 20 აპრილამდე მიიღებს.

უეფას ევროპა 12 ქალაქში უნდა: თუნდაც ხალხი არ იყოს

ევრო-2020 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.
მოგეხსენებათ, ტურნირის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ევროპის ჩემპიონატის ჩატარება 12 ქალაქში იგეგმება. ესენია: ლონდონი, სანკტ-პეტერბურგი, მიუნხენი, ბაქო, რომი, ბუქარესტი, დუბლინი, კოპენჰაგენი, ბილბაო, გლაზგო, ბუდაპეშტი და ამსტერდამი.

ევროპის ჩემპიონატზე 5 შეცვლა იქნება

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიტი vs ბორუსია: პროგნოზი, კომენტარები, კოეფიციენტები

ამერიკული მედია: ბითაძე იმედების გამართლებას იწყებს