in

ევროს 5 ბომბარდირი: სუპერკომპიუტერის შეფასება

ევროპის ჩემპიონატი გუშინ დაიწყო და 5 ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი, თუმცა ბომბარდირებში დაწინაურება არცერთს არ გამოუვიდა, რადგან ყველა გოლს სხვადასხვა ავტორი ჰყავს.

ვინ გახდება ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი? სუპერკომპიუტერმა პირველი ხუთეული იწინასწარმეტყველა.

  1. ჯუდ ბელინგემი
    „რეალში“ მშვენიერი სეზონის შემდეგ, ყველა პირობა აქვს ნაკრებშიც გაიმეოროს წარმატება.

    4. რომელუ ლუკაკუ
    კრიტიკის მიუხედავად, სტატისტიკა მის სასარგებოდ მეტყველებს: 85 გოლი საერთაშორისო დონეზე 115 მატჩში. შესარჩევში 14 გოლი გაიტანა 8 შეხვედრაში და რეკორდი დაამყარა.

    3. კრიშტიანო რონალდო
    39 წლის ასაკშიც კი აქვს პრეტენზია ინდივიდუალურ ჯილდოზე. უდიადესი ბომბარდირი, რომლის მოტივაციაზე საუბარიც ზედმეტია.

    2. ჰარი კეინი
    44 გოლი ბუნდესლიგის 45 მატჩში. 63 გოლი ნაკრების 91 მატჩში.

    1. კილიან მბაპე
    წარმოუდგენელია, რომ მბაპემ ჩემპიონატი უგოლოდ დატოვოს. ის სანაკრებო ტურნირებზე უბრალოდ ბრწყინავს, ახლა კი საფრანგეთს კაპიტნად მიუძღვება. ევროზე გამარჯვების სურვილი და თანაგუნდელების დონე მას „ოქროს ბუცის“ მოგებაში უნდა დაეხმაროს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპა გაიხსნა, გერმანიამ დაიწყო: ევრო 2024-მა სტარტი რეკორდებით აიღო

დღეს დახურული ვარჯიშია, ხვალ სტადიონზე: კიტე ცალკე ვარჯიშობს – ფოტო