ევროს 2024-ის ფავორიტად CIES გერმანიის ნაკრებს მიიჩნევს.
ტურნირის მასპინძლებმა პირველი ადგილი დაიკავეს სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ შედგენილ რეიტინგში. გაითვალისწინეს ფეხბურთელების სათამაშო დრო და მატჩების სპორტული დონე ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
ტოპ 10-ში მოხვდნენ:
- გერმანია (დონე – 82,9).
- ესპანეთი (82,4).
- საფრანგეთი (82,2).
- ინგლისი (81,1).
- პორტუგალია (80,4).
- ნიდერლანდები (79,2).
- იტალია (78,8).
- ბელგია (78,2).
- ხორვატია (74,6).
- დანია (74,2).
საქართველოს ნაკრებმა ბოლო ადგილი დაიკავა – 63,6.
GIPHY App Key not set. Please check settings