in

ევროპის წყალსათხილამურო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება

2026 წლის ევროპის წყალსათხილამურო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.

ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამური კონფედერაციის კონგრესი ლონდონში გაიმართა, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.

ლონდონში შეხვედრას საქართველოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის, საქართველოდან, წყალსათხილამური ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ფოთის ტბის კლუბის დამფუძნებელი. შეხვედრაზე სპორტის ამ სახეობაში 2026 წლის მნიშვნელოვანი ღონისძიებები დასახელდა. მათ შორის, მთავარ ღონისძიებად 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატი.

ჩემპიონატი 24-26 ივლისს გაიმართება დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი ფოთში, მალთაყვის ოქროს ტბაზე. ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები ევროპისა და აფრიკის ოცი ქვეყნებიდან.

ფოთში, კერძოდ კი მალთაყვაში, ევროპის პირველი წყალსათხილამურო ჩემპიონატი 1991 წელს ჩატარდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიკა ფინალში გადავიდა და თავისუფალ პროგრამაში გამოვა

როგორ თამაშობენ ქართული გუნდები შეკრებებზე: დინამო აგებს და აგებს