in

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი როდრია, საუკეთესო ახალგაზრდა – იამალი

ევროპის ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. საქართველოს ნაკრების შესარჩევის და მერე 1/8 ფინალის მეტოქემ რიხით ჩაიარა ტურნირი და ბოლო სამ შეხვედრაში მოუგო სამ მთავარ ფავორიტს. რა გასაკვირია, რომ საუკეთესოები სწორედ გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელები გახდნენ.

ფინალის შემდეგ უეფამ საუკეთესოები გამოავლინა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი როდრი გახდა.

საუკეთესო ახალგაზრდად მისი თანაგუნდელი ლამინე იამალი დასახელდა, რომელმაც ნახევარფინალში გაიტანა და ფინალში საგოლე პასი ჩაიწერა.

ამასთან, იამალი ტურნირის ფინალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპის მეფე ესპანეთია: საქართველოს ნაცნობი ჩემპიონი გახდა

გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირია: ქართველი ოქროს ბუცს მიიღებს