საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, გორში რუმინეთის 21-წლამდე გუნდს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 68-ე წუთზე ცოტნე კაპანაძემ გახსნა, რომელმაც გუნდის კაპიტნის გიორგი გულიაშვილის ზუსტი გადაცემა გამოიყენა და ეფექტური დარტყმით ჩვენები დააწინაურა.
მეორე გოლიც, ზუსტად 5 წუთში “თელავის” მარჯვენა ფლანგელმა გაიტანა და 73-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
ეს მოგება რამაზ სვანაძის გუნდისთვის ზედიზედ მესამეა. შეგახსენებთ, ბოლო მატჩი ახალგაზრდულმა 29 მარტს ასევე გორში, ესტონეთის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 4:1 დაამარცხა.
მოგეხსენებათ, 2023 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს სწორედ საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings