in

ევროპა წაგებით დავიწყეთ: იბერია შვედებს ვერ გაუმკლავდა

საქართველომ მორიგი ევროტურნირები დაიწყო და, როგორც მოსალოდნელი იყო, წაგებით. პირველი ბრძოლაში ჩემპიოონი „იბერია“ შევიდა, რომელსაც ვაღიაროთ არ გაუმართლა და ძლიერი მეტოქე შეხვდა – შვედური „მალმიო“ – 1:3.

საერთო ჯამში, სტუმარი გუნდი ბევრად თავდაჯერებული თამაშობდა, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს გუნდზე და ეს საბოლოოდ ანგარიშში აისახა კიდეც. მათი დომინირება და კლასში სხვაობა თვალშისაცემი იყო. სტუმრებმა სამი კი გაიტანეს, მაგრამ მეტიც შეეძლოთ.

შვედეთის ჩემპიონმა ანგარიში უკვე მე-8 წუთზე გახსნა. ბერგის დარტყმა გიორგი მაკარიძემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ბუზანელომ ყველას დაასწრო და მარტივად გაიტანა.

ჩვენებმა პირველად მწვავედ მე-19 წუთზე შეუტიეს, როცა ზოჰურის მიერ ახლო კუთხეში დარტყმული მეკარემ მოიგერია.

„იბერიას“ ერთ-ერთ კონტრშეტევაზე ტაბატაძე მეკარესთან პირისპირ გადიოდა, როდესაც მოცელეს, მაგრამ მსაჯმა VAR-ზე ნახვის შემდეგ პენალტი არ მოგვცა.

მეორე ნახევარში შვედებმა უპირატესობა გაზარდეს. 58-ე წუთზე გუდიონსენმა მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა, 71-ე წუთზე კი ტაჰა ალიმ შესანიშნავი დრიბლინგით ცხრიანში ეფექტური გოლი გაიტანა.

81-ე წუთზე გუნდის დებიუტანტის ანეს რუშევიჩის წაქცევისთვის მსაჯმა შვედების კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმებისას გადაწყვეტილება შეცვალა.

თუმცა მატჩის მიწურულს ერთი გოლი გავქვითეთ : სილაგაძემ ფლანგიდან ჩააწოდა და იმავე რუშევიჩმა თავური დარტყმით შეაგდო.

ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

იბერია – მალმიო 1:3
08.07. თბილისი. “მიხეილ მესხი”

გოლები: 0:1 ბუზანელო (8), 0:2 გუდიონსენი (58. როსენგრენის პასით), 0:3 ალი (71. როსენგრენის პასით), 1:3 რუშევიჩი (86. სილაგაძის პასით)

იბერია: მაკარიძე – აგიაკვა, გელაშვილი, ჯგერენაია, გ. ტაბატაძე (85. ნ. ხორხელი) – ზოჰური (59. სილაგაძე), ქარდავა, კლასი (59. დადიანი) – გ. მამაგეიშვილი, ი. ტაბატაძე (77. ძაგანია), სიხარულიძე (59. რუშევიჩი)

გაფრთხილება: როსენგრენი (66), ბუსულაჯიჩი (90)

განმეორებითი შეხვედრა 15 ივლისს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლიონი ათს ყიდის, მათ შორის მიქაუტაძეს

ასე არ უნდა წაგვეგო, მეტი შეგვიძლია: იბერიას მსაჯობა არ მოეწონა