უეფამ ახლახან დასრულებული ევროპა ლიგის სიმბოლური ნაკრები წარადგინა.
11 საუკეთესოთა შორის მოხვდნენ:
მეკარე: მილე სვილარი („რომა“);
დაცვა: ჯანლუკა მანჩინი („რომა“), ჯონათან ტა („ბაიერი“), ბერატ ჯიმშიტი („ატალანტა“);
ნახევარდაცვა: ჯერემი ფრიმპონგი („ბაიერი“), ტენ კოპმეინერსი („ატალანტა“), გრანიტ ჯაკა („ბაიერი“), მატეო რუჯერი („ატალანტა“);
თავდასხმა: ფლორიან ვირტცი („ბაიერი“), პიერ-ემერიკ ობამეიანგი („მარსელი“), ადემოლა ლუკმანი („ატალანტა“).
ევროპა ლიგის 2023/24 წლების გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად კი პიერ-ემერიკ ობამეიანგი დაასახელეს.
„მარსელის“ ფეხბურთელი სხვებზე უკეთესად უეფას ტექნიკურმა დაკმკვირვებლებმა აღიარეს.
გაბონელი ტურნირი საუკეთესო ბომბარდირი გახდა 10 გოლით და საუკეთესო შედეგი ჰქონდა „გოლი+პასის“ სისტემით.
ობამეიანგი ასევე დაძლია რადამელ ფალკაოს შედეგი (30 გოლი) და ევროპა ლიგაზე ახლა ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი – 34.
მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის ფინალში „ატალანტამ“ 3:0 დაამარცხა „ბაიერი“.
GIPHY App Key not set. Please check settings