in

ევროპა ლიგა ტოტენჰემმა მოიგო

„ტოტენჰემი“ ევროპის ლიგის გამარჯვებულია. ინგლისურ ფინალში ლონდონურმა კლუბმა 1:0 დაამარცხა „მანჩესტერ იუნაიტედი“. ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე ბრენან ჯონსონმა ბრუნო ფერნანდეშის შეცდომის შემდეგ გაიტანა (უფრო ავტოგოლი იყო). უნდა ითქვას, რომ მომენტები „მანჩესტერს“ საკმარისად ჰქონდა და მინიმუმ ფრეს მაინც იმსახურებდა. სულ ბოლოს “ტოტენჰემის” იტალიელმა მეკარე ვიკარიომ ახლო მანძილიდან დარტყმული თავური სასწაულებრივ მოიგერია.

„ტოტენჰემმა“ 17-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა ტიტული (2008 წელ ინგლისის ლიგის თასი). ლონდონელებისთვის ეს პირველი ევროტრიუმფია 41 წლის შემდეგ (1983/84 – უეფა-ს თასი).
ამ გამარჯვებამ გუნდს მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა.

ტოტენჰემ ჰოთსპური – მანჩესტერ იუნაიტედი 1:0
21.05. ბილბაო. “სან მამესი”. 49 924 მაყურებელი
გოლი: 1:0 ჯონსონი (42. სარის პასით)

ტოტენჰემი: ვიკარიო – პორო, რომერო, ვან დე ვენი, უდოგი (90. სპენსი) – სარი (90. გრეი), ბისუმა, ბენტანკური – ჯონსონი (78. დანსო), რიჩარლისონი (67. სონი), სოლანკე

იუნაიტედი: ონანა – იორო, მაგუაირი, შოუ – მაზრაუი (85. დალო), კაზემირო, ბრუნო ფერნანდეში, დორგუ (90. მაინუ) – დიალო, მაუნტი (71. გარნაჩო), ჰოილუნდი (71. ზირკზეე)
არბიტრი: ფ. ცვაიერი (გერმანია)

“ტოტენჰემს” ადრე უეფას თასი ორჯერ ჰქონდა მოგებული – 1972 და 1984 წლებში.

პირველად ითამაშეს ფინალში გუნდებმა, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ჩემპიონატის მოწინავე ათეულში არ არიან – „მანჩესტერი“ პრემიერლიგაში მე-16 ადგილზეა, „ტოტენჰემი“ კი მეჩვიდმეტეზე.

“ტოტენჰემმა” 3-ჯერ დაარტყა კარში, ბურთის ფლობა ჰქონდა 27,7 პროცენტი და 115 ზუსტი პასი გააკეთა, რაც ევროტურნირის ფინალისტისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2003/04 წლების სეზონის (როცა OPTA ამ მონაცემებს აღრიცხვა დაიწყო) შემდეგ.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად “ტოტენჰემის” მცველი კრისტიან რომერო დაასახელეს.

“მანჩესტერმა” ბოლო ხუთი მატჩიდან ერთი მოიგო და ოთხი წააგო, ხოლო ევროტურნირის გამარჯვებული ბოლოს 2017 წელს გახდა.

ენჯი (ანგელოს) პოსტეკოღლუმ “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე თავის მე-100 მატჩი დიდი გამარჯვებით აღნიშნა. პლუს ამას, ეს იყო “დეზების” 150-ე გამარჯვება ევროტურნირებზე.

„ტოტენჰემი” მეორე პრემიერლიგური გუნდია “ევერტონის” (1985/86) შემდეგ, ვინც “მანჩესტერ იუნაიტედი” ერთ სეზონში 4-ჯერ დაამარცხა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში სულ 20 მარცხი იწვნია, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე უარესი მაჩვენებელია 1973/74 წლების სეზონის (22 წაგება) შემდეგ.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” მიმდინარე სეზონში 31-ედ გაუშვა პირველმა გოლი, რაც პრემიერლიგის კლუბისთვის, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ყველა უარესი მაჩვენებელია.

19 წლის და 189 დღის ლენი იორო “მანჩესტერ იუნაიტედის” მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ბრაიან კიდის (ჩემპიონთა თასის 1968 წლის ფინალი “იუნაიტედსა” და “ბენფიკას” შორის) შემდეგ, ვინც ევროტურნირის ფინალი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წლის სიმბოლური ნაკრები: ხვიჩას ოთხი გუნდელია

იტალიაში საუკეთესოების გამოვლენა დაიწყო: სკუდეტო ხვიჩასაც ხომ ეკუთვნის