in

ევროპა კარგი იყო, ახლა მსოფლიოც გვინდა… როგორ მოვხვდეთ მუნდიალზე

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი წარმატებით მოიარა, დიდი ტურნირის სიტკბოს გემო გაუგო, გულშემატკივრები იშტაზე მოიყვანა და აწი ახალ-ახალი წარმატებებისკენ სიარულის მეტი რა დაგვრჩენია. შემდეგი კი 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაა, რაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ ბრძოლა აუცილებლად ბოლომდე წავა.

საინტერესოა, რომ მუნდიალზეც შეიძლება მოვხვდეთ ერთა ლიგიდან და არა მარტო შესარჩევიდან.

დავიწყოთ იმის გახსენებით, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით, აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.

ეს იქნება პირველი მუნდიალი, რომელშიც 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. აქედან გამომდინარე იცვლება შესარჩევი ეტაპის რეგლამენტი და მათ შორის, ევროპაშიც. ჩვენი კონტინენტი 13-ის ნაცვლად 16 გუნდი გაუშვებს მსოფლიოზე.

რაც შეეხება შესარჩევ ეტაპს. თუ აქამდე 10 ჯგუფი იყო 5-6 გუნდით, ახლა 12 ჯგუფი გაკეთდება 4-5 გუნდით.

ეს რას ნიშნავს? რას და მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ გავა 12 პირველადგილოსანი, ხოლო 12 მეორეადგილოსანი, ერთა ლიგის 4 საუკეთესო გუნდთან ერთად, პლეი-ოფებით გაარკვევს მუნდიალის დარჩენილ 4 მონაწილეს.

პლეი-ოფების სისტემა: ნახსენები 16 გუნდისგან შეიქმნება ე.წ. “4 გზა”. ერთ-ერთია “ერთა ლიგის გზა”. აქ მოხვდებიან რეიტინგში იმ დროისთვის საუკეთესო 4 გუნდი (ცხადია, ვინც შესარჩევში პირველ-მეორე ადგილებზე ვერ მოხვდება). პლეი-ოფებში გამარჯვებულები ჩვეულებრივ ითამაშებენ – თითო მატჩი ნახევარფინალში და ფინალი.

ანუ რა მივიღეთ? მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ მოსახვედრად უნდა მოვიგოთ 4 ან 5-გუნდიანი შესარჩევის ჯგუფი. აქ დიდი ალბათობა, რომ ერთი გრანდი შეგხვხდეს, მაგრამ მეორეს მხრივ არა, რადგან 12 ჯგუფია და ამდენი გრანდიც არ ჰყავს ევროპას.
მოკლედ, წილისყრაზე ბევრი იქნება დამოკიდებული.

ერთა ლიგის მოგება კი რჩება მთავარ ამოცანად, რათა ზემოაღნიშნულ 16-გუნდია პლეი-ოფში ადგილი მოვიპოვოთ.

ევროპის ზონის შესარჩევი ციკლის წლისყრა ერთა ლიგის დასრულების შემდეგ გაიმართება, ნოემბერში ან დეკემბერში. თამაშები 2025 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზეა დაგეგმილი, ხოლო პლეი-ოფები – 2026 წლის მარტში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როდის ვნახავთ ჩვენს გუნდს თბილისში: როდის თამაშობს საქართველო შემდეგ თამაშს

გაგვანადგურეს, მაგრამ შანსი არის, ოღონდ…