in

ევროპამ ოქროს ბურთი ლევანდოვსკის მისცა, ვინ მოაგებინა მესის

„ოქროს ბურთის“ ხმის მიცემის შესახებ რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი.

ევროპელი ჟურნალისტებისგან რობერტ ლევანდოვსკიმ პირველი ადგილი მიიღო, „ბაიერნის“ პოლონელმა 209 ქულა დააგროვა. მეორე გახდა „ჩელსის“ ჟორჟინიო (166) და მხოლოდ მესამე მესი (161).
არგენტინელმა პირველობა სამხრეთ ამერიკელი, აზიელი და ოკეანეთისა და კონკაკაფში შემავალი ქვეყნების წარმომადგენელი ჟურნალისტების წყალობით მოიპოვა. ევროპის გარდა, ლევანდოვსკი პირველზე აფრიკამ გაიყვანა.

მაინც მესი: ლეომ ოქროს ბურთი მეშვიდედ მოიგო

სულ კი 170 ჟურნალისტიდან მესი პირველზე 59-მა დაასახელა, 47-მა – ლევანდოვსკი, 10-მა კი ქარიმ ბენზემა.

8 ისეთი ჟურნალისტიც აღმოჩნდა, რომლებმაც პირველი ადგილი რონალდოსთვის გაიმეტეს. შეგახსენებთ, კრიშტიანო მე-6 ადგილზე გავიდა.

„ოქროს ბურთი“ კი მესიმ 613 ქულით მოიპოვა და ლევანდოვსკის 33-ით გაასწრო.

საქართველოდან “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში მონაწილეობა “სარბიელის” ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ მიიღო, რომელმაც ხმეები ასე გადაანაწილა: ლევანდოვსკი, ბენზემა, რონალდო, მესი, ჟორჟინიო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს დღეც დაგვიდგა: საშინელი მატჩი და მარცხი რუსეთის სოფლის გუნდთან

ეპიკური ბრძოლა: ლევანდოვსკის მესი წამოაძახეს და ყველაფერი ერთ მატჩში – XIV ტური