ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და გარდა იმისა, რომ გაირკვა ოთხეული, ასევე გაირკვა თუ ვინ ითამაშებს ევროპიდან 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე. ამ ტურნირზე „არსენალი“ წავიდოდა ლიგა რომ მოეგო, ახლა კი, როდესაც გავარდა, მისი ადგილი ავსტრიულმა „ზალცბურგმა“ დაიკავა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხ სეზონში ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა.
ევროპას სულ 12 გუნდი ეყოლება. ესენი არიან: „რეალი“, „ატლეტიკო“, „სიტი“, „ჩელსი“, „ბაიერნი“, „დორტმუნდი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, პსჟ, „ბენფიკა“, „პორტო“ და „ზალცბურგი“.
ალბათ გახსოვთ, რომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ახალი ფორმატით გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 32 კლუბი, რომლებიც რვა ჯგუფად დაიყოფიან და მერე პლეი-ოფები.
სხვა კონფედერაციებიდან გავიდნენ: „პალმეირასი“, „ფლუმინენსე“, „ფლამენგო“ (ბრაზილია), „ლეონი“, „მონტერეი“ (მექსიკა), „სიეტლი“ (აშშ), „ალ ჰილალი“ (საუდის არაბეთი), „ურავა რედ დაიმონდსი“ (იაპონია), „ალ აჰლი“ (ეგვიპტე), „ვიდად კასაბლანკა“ (მაროკო) და „ოკლენდ სიტი“ (ახალი ზელანდია).
ტურნირი აშშ-ში ჩატარდება და 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გასტანს.
GIPHY App Key not set. Please check settings