საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი, 30 მაისიდან, 8 ივნისის ჩათვლით ქალაქ ვენიგცელში მოემზადება.
ავსტრიული შეკრების ფარგლებში ჩვენი გუნდი, ამხანაგურ მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. 21-წლამდელები, რუმინელებს, 4 ივნისს, თბილისის დროით 20:30-ზე [18:30 – ცენტრალური ევროპის დრო], ფორაუს ურკრაფტ არენაზე დაუპირისპირდებიან.
8 ივნისს, ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მასპინძელ ქვეყანაში განაგრძობს. რუმინეთთან მატჩის რეპორტაჟის და სხვა დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქართველოს და რუმინეთის 21-წლამდე ნაკრებთა ბოლო მატჩი, 2022 წლის 3 ივნისს, გორის თენიგზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა და ის მატჩი, რამაზ სვანაძის პირველი ფორმაციის ახალგაზრდულმა, ცოტნე კაპანაძის დუბლით – 2:0 მოიგო.
ევრო 2025 | მატჩების განრიგი
11 ივნისი | პოლონეთი V საქართველო | ჟილინა
14 ივნისი | საფრანგეთი V საქართველო | ჟილინა
17 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | ტრენჩინი
GIPHY App Key not set. Please check settings