in

ევროპაზე ახალგაზრდულის მეტოქეები ცნობილია: ვისთან და როდის

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და შესაბამისად ცნობილი გახდა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები.

ჩვენი გუნდი C ჯგუფში პორტუგალიასთან, საფრანგეთთან და პოლონეთთან ერთად მოხვდა.

საქართველოს პირველი მატჩი 11 ივნისს ჟილინაში ექნება პოლონეთის ნაკრებთან, მერე ასევე ჟილინაში, 14 ივნისს საფრანგეთთან მოვსინჯავთ ძალებს, ხოლო 17 ივნისს, ბოლო ტურში ტრენჩინში პორტუგალიას შევხვდებით.

C ჯგუფი
11 ივნისი
პოლონეთი-საქართველო
14 ივნისი
საფრანგეთი-საქართველო
17 ივნისი
საქართველო-პორტუგალია

16 გუნდი ოთხ ჯგუფში კალათების მიხედვით გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები ბოლო, მეოთხე კალათაში იყო განთესილი.

პლეი ოფში თითოეული ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი გადის.
C ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი მეოთხედფინალში ეთამაშება D ჯგუფის მეორეადგილოსანს, ხოლო D ჯგუფის გამარჯვებული – C ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ გუნდს.

ევრო 2025-ის დანარჩენი სამი ჯგუფი ასეთი გამოვიდა:

A ჯგუფი: სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია, რუმინეთი.
B ჯგუფი: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, სლოვენია.
D ჯგუფი: ნიდერლანდები, უკრაინა, დანია, ფინეთი.

ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის 11 ივნისს დაიწყება და 28 ივნისს დასრულდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სუპერკომპიუტერმა უეჭველი ლივერპულიო

გულიაშვილმა ისევ გაიტანა და ბომბარდირია