კალათბურთში ევროლიგა დაიწყო. თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ახალი სეზონის პირველი მატჩი შინ, ბოლონიაში გამართა და ლიეტუვის „ჟალგირისთან“ დამარცხდა – 79:82.
იტალიური გუნდი მთელი მატჩი წინ იყო, გამარჯვებასაც ბევრი არ აკლდა, მაგრამ ბოლო პერიოდი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს.
ვირტუსი – ჟალგირისი 79:82
23:15; 19:22; 23:21; 14:24
შენგელია გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო: 31:01 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი გააკეთა.
„ვირტუსი“ ევროლიგაზე მომდევნო მატჩს 13 ოქტომბერს „მონაკოს“ წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings