in

ევროთასებზე ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვა: არ არის მარტივი

ნიონში, უეფა-ს შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ბათუმის „დინამოს“ პირველი მეტოქე გამოვლინდა: საქართველოს ჩემპიონი ბულგარეთის ჩემპიონს რაზგრადის „ლუდოგორეცს“ დაეჭიდება.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 9-10 ივლისს, საპასუხო – 16-17 ივლისს გაიმართება.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 19 ივნისს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგები:

ლუდოგორეცი (ბულგარეთი) – დინამო (ბათუმი)

სლოვანი (სლოვაკეთი) – სტრუგა (მაკედონია)
ჰამრუნი (მალტა) – ლინკოლნი (გიბრალტარი)
ნიუ საინტსი (უელსი) – დეშიცი (მონტენეგრო)
ბალკანი (კოსოვო) – სანტა კოლომა (ანდორა)
ბორაცი (ბოსნია) – ეგნატია (ალბანეთი)
პანევეჟისი (ლიეტუვა) – ჰელსინკი (ფინეთი)
ფლორა (ესტონეთი) – ცელიე (სლოვენია)
კლაკსვიკი (ფარერები) – დიფერდანჟი (ლუქსემბურგი)
ვიკინგური (ისლანდია) – შამროკი (ირლანდია)
რფს (ლატვია) – ლარნე (ჩრდ. ირლანდია)
ვირტუსი (სან მარინო) – სტიაუა (რუმინეთი)
დინამო (ბელარუსი) – პინუნიკი (სომხეთი)
ორდაბასი (ყაზახეთი) – პეტროკუბი (მოლდოვა)

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამ ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ მეტოქეებიც გამოავლინა: ქუთაისელები ალბანეთის „ტირანას“ შეხვდებიან, „დინამოს“ მეტოქე კი მონტენეგროს „მორნარი“ იქნება.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 11 ივლისს, საპასუხო კი 18 ივლისს გაიმართება.

თბილისის „იბერია“ გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგები:

მორნარი (მონტენეგრო) – დინამო (თბილისი)

ტორპედო (საქართველო) – ტირანა (ალბანეთი)

ნოა (სომხეთი) – შკენდია (მაკედონია)
მალიშევა (კოსოვო) – ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო)
ველეჟ მოსტარი (ბოსნია) – ინტერ დ’ესკალდსი (ანდორა)
ლა ფიორიტა (სან მარინო) – ისლოში (ბელარუსი)
ტიკვესი (ჩრდ. მაკედონია) – ბრეიდაბლიკი (ისლანდია)
ატლეტიკ დ’ესკალდსი (ანდორა) – დიდელანჟი (ლუქსემბურგი)
შელბურნი (ირლანდია) – სტ, ჯოსეპი (გიბრალტარი)
კარნარფონი (უელსი) – კრუსეიდერსი (ჩრდ. ირლანდია)
ფლორიანა (მალტა) – ტრე პენე (სან მარინო)
მარსალოკი (მალტა) – პარტიზანი (ალბანეთი)
ტორპედო (ბელარუსი) – მილსამი (მოლდოვა)
აქტობე (ყაზახეთი) – სარაევო (ბოსნია)
კალევი (ესტონეთი) – ურარტუ (სომხეთი)
სტრასენი (ლუქსემბურგი) – კუოპსი (ფინეთი)
აუდა (ლატვია) – ტორსჰავნი (ფარერები)
შიაულაი (ლიეტუვა) – ლევადია (ესტონეთი)
ბრავო (სლოვენია) – ქონან ნომადსი (უელსი)
ვალური (ისლანდია) – ვლაჟნია (ალბანეთი)
ვაასა (ფინეთი) – ჟალგირისი (ლიეტუვა)
სტარნანი (ისლანდია) – ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია
ბალა თაუნი (უელსი) – პაიდე (ესტონეთი)
ვიკინგური (ფარერები) – ლიეპაია (ლატვია)
მაპიესი (გიბრალტარი) – დერი სიტი (ირლანდია)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს თამაში ფინალსაც იმსახურებდა: მონტელას თურქებმა საჩუქარი გაუკეთეს

ფაქტები საქართველო-თურქეთის მატჩზე: ჟორჟი ისტორიის ავტორია, არდაც