დღეს, FIBA-მ 2022 წლის ევრობასკეტის ოფიციალური კალენდარი დაამტკიცა. კალენდარის თანახმად ცნობილი გახდა, რომ მომავალი ევრობასკეტი თბილისში გაიხსნება. 1 სექტემბერს, თბილისის დროით, 15:30 საათზე თბილისში ერთმანეთს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და ბულგარეთი შეხვდებიან.
1 სექტემბერს ტურნირში A და B ჯგუფის გუნდები ჩაერთვებიან. C და D ჯგუფის გუნდები კი, 2 სექტემბერს აიღებენ სტარტს.
საქართველოს ნაკრების ყველა შეხვედრა ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.
ილიას ზუროსის გუნდი 1 სექტემბერს ბელგიას ეთამაშება. 3 სექტემბერს ჩვენი გუნდის მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი იქნება, 4 სექტემბერს თურქეთს ვეთამაშებით, 6-ში ბულგარელებს შევხვდებით, 7 სექტემბერს კი, ჯგუფურ ეტაპს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩით დავასრულებთ.
ჯგუფიდან პლეი-ოფში 4 საუკეთესო გუნდი გადის. პლეი-ოფის მატჩები ბერლინში გაიმართება.
ევრობასკეტზე გუნდები ჯგუფებში ასე არიან გადანაწილებული.
A ჯგუფი: საქართველო, რუსეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, ბელგია, თურქეთი.
B ჯგუფი: გერმანია, უნგრეთი, სლოვენია, ლიეტუვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საფრანგეთი.
C ჯგუფი: საბერძნეთი, ესტონეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ხორვატია.
D ჯგუფი: ნიდერლანდები, ფინეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ისრაელი, სერბეთი.
GIPHY App Key not set. Please check settings