„ევერტონს“ ფინანსური წესების დარღვევის გამო 10 ქულა ჩამოაკლეს. გადაწყვეტილება უკვე ძალაშია.
კლუბზე საჩივარი პრემიერლიგამ შეიტანა და დამოუკიდებელ კომისიას მიმართა. განხილვისას კლუბმა აღიარა დარღევები, საკამათი რჩებოდა დარღვევის ხარისხი.
5-დღიანი განხილვის შემდეგ კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ სპორტული სანქცია დაეკისრებინა 10 ქულის მოკლებით.
„ევერტონი“ „არასამართლიანი გადაწყვეტილების“ გასაჩივრებას აპირებს.
„ევერტონი“ მე-14 ადგილზე იყო 14 ქულით, ახლა გუნდს 4 ქულა შერჩა და ბოლო ადგილზე დაეშვა.
ამასობაში სუპერკომპიუტერმა გუნდის პრემიერლიგაში დარჩენის შანსები გამოთვალა.
BETSiE ივარაუდა, რომ „ევერტონი“ მე-17 ადგილზე გავა და გასავარდნ ზონას 7 ქულით გაასწრებს.
GIPHY App Key not set. Please check settings