in

ევერტონი და გლადბახი: ზურიკოს ახალი მსურველები

ინგლისის პრემიერლიგის კლუბი „ევერტონი“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით დაინტერესდა – ინფორმაციას Footmercato ავრცელებს.

„შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ევერტონმა“ „სენტ-ეტიენიდან“ ზურიკო დავითაშვილი შეიძინოს. ინგლისური კლუბის სელექციონერთა ჯგუფი მუშაობს, რათა მომავალი სეზონისთვის დევიდ მოიესმა გუნდი სასურველი მოთამაშეებით დააკომპლექტოს. „ევერტონის“ ინტერესის გამო დავითაშვილს გუნდიდან წასვლა სურს.

ცნობილი გახდა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „პარიზსა“ და „კალიარისთან“ წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობაზე უარი თქვა“, – ამტკიცებს Footmercato.

გერმანიის ბუნდესლიგაში მოთამაშე მიონხენგლადბახის „ბორუსია“ კიდევ ერთი კლუბია, რომელსაც ზურიკო დავითაშვილის დამატება სურს – ინფორმაციას Fußball Transfers-ი ავრცელებს.

„მიონხენგლადბახის „ბორუსია“ დაინტერესებულია ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით. „სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელს რამდენიმე სხვა კლუბიც აკვირდება – მათ შორის „ევერტონი“, „სევილია“, „რენი“ და „სტრასბურგი“.

დავითაშვილმა გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ცხრა გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ში გავარდნისგან მაინც ვერ იხსნა. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს (46 მატჩი, 6 გოლი) უმაღლეს დივიზიონში თამაშის გაგრძელება სურს.

როგორც ჩანს, „სენტ-ეტიენი“ 24 წლის ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს, მისი კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2028 წლამდეა გათვლილი. „გლადბახის“ ამჟამინდელმა გარემარბებმა გასულ სეზონში მხოლოდ 11 გოლი გაიტანეს, ამიტომ დავითაშვილს შეუძლია, გერმანული კლუბის შეტევითი პოტენციალი სერიოზულად გააძლიეროს“, – წერს გერმანული გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიო ფეხბურთის ტოპ 10 მარცხენა ფლანგელი: ვინ არის პირველზე? – ხვიჩა კვარაცხელია

კერესელიძე რიზესფორს ელოდება