„ევერტონის“ მეკარეს რობინ ოლსენსა და მის ოჯახს თავს მძარცველები დაესხნენ.
ნიღბიანი ბოროტმოქმედები დანებითა და მაჩეტეებით იყვნენ შეიარაღებულები. ამ დროს ფეხბურთელი შინ მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ისვენებდა.
ქურდები ოლსენს დაემუქრნენ და ძვირფასეულობა და საკმაოდ ძვირადღირებული საათები წაართვეს.
პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო, „ევერტონმა“ კი მოთამაშესა და მის ოჯახს ფსიქოლოგიური დახმარება შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში ქურდებმა „ევერტონის“ მწვრთნელის კარლო ანჩელოტის სახლიც გაიტანეს.
GIPHY App Key not set. Please check settings