სერია ა-ში მე-5 ტურის მატჩს „ნაპოლი“ დღეს საღამოს ითამაშებს. ხვიჩას გუნდს რთული მატჩი აქვს, რომში ჩადის „ლაციოსთან“, რომელმაც ერთი კვირის წინ შინ „ინტერი“ დაამარცხა (3:1). ისე, ორივე გუნდი თანაბრად მიდის – ორივე დაუმარცხებელია, 2 მოგება, 2 ფრე და 8 ქულა.
მოგეხსენებათ, შუა კვირაში გამართულ მე-4 ტურის შეხვედრაში ლუჩანო სპალეტიმ როტაციას მიმართა და „ლეჩესთან“ 6 ფეხბურთელი შეცვალა, მათ შორის თადარიგში დარჩა კვარაცხელია. როგორც ჩანს, მწვრთნელი თავდაპირველ ვარიანტს დაუბრუნდება. ამაზე თვითონ tuttonapoli წერს.
„ლუჩანო სპალეტი აპირებს ნაბიჯის გადადგმას. „ლეჩესთან“ მატჩის შემდეგ, „ლაციოსთან“ შეხვედრაში „ნაპოლი“ ისეთი უნდა დაბრუნდეს, როგორიც პირველ სამ ტურში იყო. ამიტომ ისევ 4-3-3-ით ითამაშებს. ლობოტკა საყრდენზე დადგება და ანგისა-ზელინსკი გაამაგრებენ. წინ კი ლოსანოსა და კვარაცხელიას თავიდანვე ვიხილავთ“.
La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით დღევანდელი მატჩის სავარაუდო შემადგენლობა.
ნაპოლი (4-3-3): მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი; ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი; ლოსანო, ოსიმენი, კვარაცხელია
GIPHY App Key not set. Please check settings