in ,

დღეს ხვიჩას ლიგის პლეი-ოფი აქვს: პსჟ-ს მეკარეებს თამაში არ სურთ

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ დღეს საღამოს (თბილისის დროით, 24:00 სთ) ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/16 ფინალს ითამაშებს სტუმრად თანამემამულე „მონაკოსთან“.

გუნდის ლიდერის უსმან დემბელეს თამაში საეჭვო, თავს შეუძლოდ გრძნობს და მისი თამაში უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება.
ფაბიან რუისი მუხლის ტრავმის გამო მეექვსე მატჩს გამოტოვებს. ჰაკიმი მზადაა და ზაირ-ემერის შუა ხაზში თამაში შეეძლება.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში „მონაკომ“ პარიზელები მხოლოდ ორჯერ დაამარცხა. აქედან ერთი ამ სეზონში. საინტერესოა, რომ ეს გუნდები ევროტურნირზე ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

პარიზულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 15 საპლეიოფო მატჩიდან 10 მოიგო. პარიზელებმა ამ ტურნირზე უკანასკნელი 10 გასვლითი შეხვედრიდან შვიდში გაიმარჯვეს. თუმცა მონაკოში 6 სტუმრობიდან პსჟ-მა მხოლოდ ერთი მოიგო.

პსჟ შიდა ჩემპიონატზე, ბოლო ტურში „რენთან“ დამარცხდა (1:3) და ლიდერობა დაკარგა. ხასიათი და იმიჯი გამოსაკეთებელია.

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა:
საფონოვი – ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში – ვიტინია, ნევეში, ზაირ-ემერი – დუე, დემბელე, კვარაცხელია.

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იხუმრა მეკარის შერჩევაზე.

„მინდა ვნახო პსჟ-ს საუკეთესო ვერსია. ყველა მატჩის მოგება გვინდა და ჩვენი განწყობა არ შეცვლილა.
არ ვიცი, უფრო მშვიდ საღამოს ველი თუ არა. შეიძლება მეკარის გარეშე ვითამაშოთ (იღიმის). არცერთ მეკარეს არ სურს თამაში“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ ერთა ლიგიდან 1.5 მილიონი იშოვა

მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბურთს მხოლოდ 10-ნომრიანი ფეხბურთელები იგებენ: უკვე 20 წელია