9 და 10 დეკემბერი ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის დროა, ფაზის ეტაპის დარჩენილი 2 ტური კი იანვარში ჩატარდება.
სამშაბათი, კაირატი (გიორგი ზარიას ერთი ტაიმი) – ოლიმპიაკოსი 0:1;
ბაიერნი – სპორტინგი (გიორგი ქოჩორაშვილს არ უთამაშია) 3:1;
დღის ცენტრალური მატჩი
ინტერი – ლივერპული (გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია) 0:1.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პსჟ ცდილობს, მოწინვე რვა გუნდში ადგილი შეინარჩუნოს და მეტოქეს პირდაპირ მერვედფინალში დაელოდოს. 5 ტურის შემდეგ 12 ქულა ამის საშუალებას ნამდვილას იძლევა. შემდეგი მეტოქე “ბილბაო”. შეხვედრა “სან მამესზე” შედეგება – დღეს, 23:59 საათზე.
ბასკებს კარგი დრო არ უდგათ, მაგრამ ერნესტო ვალვერდეს გუნდი საუკეთესო 24-ში მოსახვედრად იბრძვის და შინ თავს არ დაზოგავენ. თანაც, უქმეებზე მათ მადრიდის “ატლეტიკოს” აჯობეს. ნიკო უილიამსს სასტარტოში ველით.
პარიზელებმა მიმდინარე ტურნირზე 19 გოლი გაიტანეს, ისინი ყველაზე შემტევ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ 8 გაშვებული გოლი ბევრია, თანაც იმ ფონზე, როცა პირველადგილოსანმა “არსენალმა” საკუთარ კარში მხოლოდ ერთი მიიღო.
ლუის ენრიკეს კვლავ საკადრო პრობლემები აქვს. ერნანდესი დისკვალიფიცირებულია, ხოლო მენდეში ბოლომდე არ მომჯობინებულა(განაცხადში არის), რაც სირთულეებს მარცხენა ფლანგზე წარმოშობს; ჰაკიმის არყოფნის გამო მარჯვნივ თამაში ისედაც ზაირ-ემერის უწევს; ტრავმა კვლავ აქვს ბერალდოს და მეკარე შევალიეს ფეხი ისევ ტკივა. საინტერესოა, საფონოვსა და ზაბარნის ერთდროულად თუ ვიხილავთ. კარგი რაცაა, დეზირე დუემ იქნებ თამაში შეძლოს(განაცხადში დაბრუნდა), მაგრამ ამასობაში, ტრავმისგან მორჩენილი უსმან დემბელე გაცივდა და ესპანეთში არ წასულა.
ხვიჩა კვარაცხელიას კვლავ მარცხენა ფლანგზე ველით, სადაც შესანიშნავად გამოიყურება, ფორვარდის პოზიციებს კი ალბათ ისევ ბარკოლა ან ნჯანტუ შეითავსებს.
ეს გუნდები ერთმანეთს 2011 წელს, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ, სადაც საკუთარ მოედანზე ორივე მათგანმა გაიმარჯვა.
მთავარი მსაჯი გერმანელი ზიბერტი იქნება.

დღეს, 21:45 სთ
ვილიარეალი (გიორგი მიქაუტაძე) – კოპენჰაგენი;
ცენტრალური მატჩი, 23:59 სთ
რეალი – სიტი.
sportall.ge



GIPHY App Key not set. Please check settings