in

დღეს უიმბლდონის ნახევარფინალებია. ნადალი ტურნირიდან ჩაეხსნა


მსოფლიოს უძველესი და უპრესტიჟულესი საჩოგბურთო ტურნირი დასკვნით ფაზაში შევიდა. ბადე ისე განაწილდა, რომ ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის ხილვა სავსებით რეალური იყო, თუმცა ტეილორ ფრიცთან უმძიმესი მატჩის შემდეგ ელ მატადორი ტურნირს ჩაეხსნა.


ფრიცთან მატჩისასმ რაფამ ორჯერ აიღო სამედიცინო პაუზა, რადგან მუცლის არეში ძალიან ძლიერ ტკივილს გრძნობდა, მაგრამ მაინც გააგრძელა ბრძოლა და 3:2 გაიმარჯვა. გუშინ კი ოფიციალურად, დადასტურდა, რომ ნადალი ტკივილს ვეღარ უძლებს და ნიკ კირიოსთან მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას.


ამრიგად, ნიკ კირიოსის სახით, ერთი ფინალისტი გვყავს. მეორე ფინალისტის გამოსავლენი მატჩი კი დღეს, 18:00-ზე დაიწყება და მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ბრიტანელ ნორიეს შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი ჭიაბრიშვილის ბოდიში და ღირსეული ჟესტი! მაგალითის აღება ურიგო არ იქნებოდა…

რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედს ბანგკოკში არ გაჰყვება