in

დღეს სუპერთასია: რეალი – აინტრახტი

უეფას სუპერსთასი იმ მატჩთა კატეგორიაში, რომელიც დიდი პრესტიჟით ვერ დაიტრაბახებს. კიბატონო, ჯილდო ჯილდოა, ფინანსური კუთხითაც მშვენიერია, თუმცა აქ მოხვედრილი გუნდები ხშირად როტაციას მიმართავენ. ეს ცალკე საუბრის საგანია, ახლა კი დღევანდელი მატჩის მონაწილეების შესახებ.

მადრიდის „რეალმა“ ვინ იცის, ისტორიაში ყველაზე რთული გზა გაიარა, თან როგორი დრამატურგიით. „პსჟ“- 2 ბურთიანი ჩამორჩენა და კარიმ მოსტაფა ბენზემას ჰეთ ტრიკი! „ჩელსი“ – 0:3 მარცხდებოდა გუნდი და აქაც, კარიმ მოსტაფა ბენზემა. „მან სიტი“ – აქ 90-ე წუთამდე „რეალი“ განწირული იყო და ისევ, კარიმ ბენზემა და ამჯერად სცენას როდრიგო გოეში ემატება… ფინალი – ბობოქარი „ლივერპული“ და ვინისიუს ჟუნიორის გოლით „რეალმა მე-14 თასი აღმართა. მადრიდელებმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდები ერთი მეორის მიყოლებით დაამარცხეს.


„პსჟ“ – მესი, მბაპე, (ნეიმარი) – მას არ უთამაშია.
„ჩელსი“ – ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული
„სიტი“ – გუარდიოლას მანქანა, რომლის წინააღმდეგ თამაშიც, უბრალოდ საძულველი რამაა
„ლივერპული“ – მძიმე მეტალის მქადაგებელი კლოპის ბიჭები, რომელთა დამარცხებაც, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

აქეთ მხარეს კი „აინტრახტი“, რომელმაც გზად კატალონიის „ბარსელონა“ ჩამოიცილა. შემდეგ კიდევ ერთი ფავორიტი „ვესტ ჰემი“ მიაყოლა და ფინალში მორიგი ბრიტანული ლუკმა გადასანსლა – ჯოვანი ვან ბრონხოსტის „რეინჯერსი“. არადა, გერმანელები ფინალს აგებდნენ, თუმცა მატჩი პენალტებამდე მივიდა და იქ კევინ ტრაპმა ალან მაკგრეგორს აჯობა.

მოკლედ, 23:00-ზე ჰელსინკში, ევროპის სუპერთასი გათამაშდება. ფავორიტი კი ვიცით, თუმცა ეს სპორტი, სწორედ რიგ შემთხვევებში ფავორიტთა ხელის მოცარვის გამო გვიყვარს…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუ ყარაბაღში?

ბენზემა: რონალდუს წასვლამ ამბიცია შემმატა