in

დღეს ოლიმპიადა იწყება: ყველაზე უჩვეულო გახსნა ისტორიაში

საფრანგეთი ოლიმპიადის ყველაზე უცნაურ გახსნას გვპირდება.

დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე პარიზში, 33-ე ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია დაიწყება.

„სპორტსმენებისთვის ეს განსაკუთრებული მომენტია, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ. წარმოიდგინეთ, თამაშები მდინარე სენაზე და მის გარშემო, სადაც უამრავი მაყურებელი შეიკრიბება. ამით ყველა ისიამოვნებს, ეს უნიკალური გამოცდილებაა. 33-ე ოლიმპიადის დევიზია: უფრო სწრაფად, მაღლა, ძლიერად, ერთად“, – განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

პარიზის თამაშების გახსნის ცერემონია ოლიმპიური სტადიონის ნაცვლად მდინარე სენაზე გაიმართება, სადაც დელეგაციები ნავებში მოთავსდებიან, მაყურებლები კი ნაპირიდან უცქერენ. ასეთმა ცერემონიამ საშუალება მისცა უფრო მეტმა მაყურებელმა ნახოს ცოცხლად გახსნის ამბავი – საუბარია დაახლოებით 600 ათასს ადამიანზე.
ქვედა სანაპიროზე გაიყიდა 104 ათასი ბილეთი (ფასი 90-დან 2700 ევრომდე იყო), ზედა სანაპირო ზოლზე კი უფასო ბილეთები გამოყვეს. მოწვევით ის 222 ათასს გულშემატკივარს დაურიგეს.

აღლუმის მარშრუტიც გამაოგნებელია – 6 კილომეტრი.
საწყისი წერტილია – აუსტერლიცის ხიდი, ბოლო – ტროკადეროს მოედნის შესასვლელთან. გზად სპორტსმენები იხილავენ პარიზის ღირსშესანიშნაობებს: ნოტრ-დამს, ინვალიდების სასახლეს, ლუვრს, დიდ სასახლეს, ეიფელის კოშკს…

„მთელი ქალაქი გადაიქცევა ერთ დიდ ოლიმპიურ სტადიონად“ – ასეთია საორგანიზაციო კომიტეტის თავკაცის და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ტონი ესტანგეს იდეა.

ჯამში გახსნის ცერემონიაში 3 ათასს არტისტს ჩართავენ, მათ შორის 400 მოცეკვავეს: „პარიზში არ დარჩება არცერთი ხიდი, რომელზეც არ იცეკვებენ“ – თქვა ქორეოგრაფმა მოდ ლე პლადეკმა, რომელიც ხელმძღვანელობს კიდეც გასართობ პროგრამას.

ოლიმპიური ჩირაღდანი დღეს ღამით დაასრულებს 4-წლიან მოგზაურობას საბერძნეთიდან პარიზამდე.
აენთება ოლიმპიური ცეცხლი და თამაშებიც დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ: იბერიამ მოიგო, მაგრამ ტირანაში რთული თამაში ელოდება

ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე: ვინ როდის