დღეს, 21 დეკემბერს, ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დატვირთულ, საინტერესო და წარმატებულ საფეხბურთო წელს დაასრულებს, წელს, რომელმაც ქართველ გულშემატკივრებს ბევრი სიხარული მიანიჭა – ჩვენებური ტოპლიგაში ვიხილეთ. 26 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესოები უნდა გამოავლინოს და რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ხვიჩა კვარაცხელია 2022 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდება!.. რაც შეეხება დღევანდელ ამხანაგურ მატჩს, “სტადიო მარადონას” თბილისის დროით 23:00 საათზე ფრანგული “ლილი” ესტუმრება.
პირველ ოფიციალურ მატჩს, “ნაპოლი” 4 იანვარს, “ჯუზეპე მეაცაზე”, “ინტერის” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings