დღეს, თბილისის დროით 20:45-ზე “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში “აიაქსს” უმასპინძლებს და მორიგ სამ ქულას შეუტევს.
გასული ტურის მატჩი ამსტერდამელთათვის ცუდად მოსაგონარია, რადგან შეხვედრა ნეაპოლელთა ტრიუმფით, 6:1 დასრულდა.
დღეს კი ამსტერდამელებს მორიგ ჯერზე მოუწევთ კვარაცხელიას შეტევების მოგერიება, რაც დრომ გვაჩვენა, რომ რთული ამბავია.
წინა ტურში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც ჩამოარიგა დღეს კი 3 ქულა 1/8 ფინალის საგზურს ნიშნავს.
ნელ-ნელა მეტოქე გუნდი ფეხბურთელები უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ ქართველს და უფრო ხშირად გაიგონებთ ფრაზას: ჩვენ მას ფრთხილად უნდა ვეთამაშოთ
ვნახოთ, რაიქნება…
GIPHY App Key not set. Please check settings