დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გერმანიას შეხვდება.
„წინსვლა უნდა განვაგრძოთ“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი.
გოგა ბითაძე:
„ჯგუფიდან გავედით. ისტორია დავწერეთ. მაგრამ კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია. ეს კი ბიჭებმა გერმანიასთან მატჩში უნდა დავამტკიცოთ. პირველ ეტაპთან შედარებით გაცილებით რთული მეტოქეები გვეყოლება, მაგრამ გვჯერა, რომ მოგება შეგვიძლია“.
გერმანიის ნაკრებმა თავის ჯგუფში ყველა მატჩი მოიგო – აჯობა ფინეთს, ავსტრალიასა და იაპონიას. მეოთხედფინალში გასასვლელად შესაძლოა, ერთი მოგებაც ეყოს.
„ვეთამაშებით ძალიან კარგ გუნდს, რომელსაც NBA-ის კალათბურთელები ჰყავს. გვაქვს შანსი, რომ ამ მოგებით პლეი ოფში გასვლა ერთი ტურით ადრე გავინაღდოთ. ამიტომ მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ“, – განაცხადა გუნდის ლიდერმა დენის შრიოდერმა.
თუ გახსოვთ საქართველოს ნაკრებს 2005-2006 წლებში კანადელი სპეციალისტი გორდონ ჰერბერტი წვრთნიდა. სწორედ ის გახლავთ ამჟამად გერმანიის ნაკრების მწვრთნელი:
„მთლიანად საქართველოზე ვართ ფოკუსირებული. ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდია, ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი ჰყავს, ვის წინააღმდეგაც გვითამაშია. გერმანია-საქართველო კაცების თამაში იქნება“.
საქართველოს ნაკრები გერმანიას 5-ჯერ ეთამაშა. სამწუხაროდ, ყველა შეხვედრა გერმანელთა სასარგებლოდ დასრულდა.
GIPHY App Key not set. Please check settings