ოთხი ქართული კლუბიდან კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩართვის პატივი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ აქ გადმორთულ “იბერია 1999”-ს ერგო, რომელიც “ლევადიასთან” ესტონეთში (0:1) დამარცხდა.
21:00 სთ
ქუთაისის “ტორპედო” “ომონიას” ესტუმრება. ამ გუნდებმა ერთმანეთში შარშანაც ითამაშეს და კვიპროსელებმა ორი მატჩის ჯამში 5:2 მოიგეს.
ქუთაისელები ფავორიტები არც ახლა არიან, მაგრამ წინა ეტაპზე მათ ბრძოლიუნარიანობა გვაჩვენეს და ამის იმედი ახლაც გვაქვს, ოღონდ, დაცვაში ნაკლებ შეცდომებს ვისურვებთ. სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო “ტორპედოს” საბა კვირკველია დააკლდება, ვინც გასულ მატჩში გააძევეს.
“ნეო GSP არენაზე (22 859) შეხვედრას შვეიცარიელი მსაჯი ფანდრიხი განსჯის.

ზუსტად ამ დროს რიგაში გორის “დილა” ამავე ქალაქის სახელწოდების გუნდთან ითამაშებს. “სკონტოს” სტადიონზე (6 747) მასპინძლები აშკარა ფავორიტები არიან და გორელებმა ამით უნდა ისარგებლონ.
“რიგას” რიგებში კოსტა-რიკელი ფორვარდი, ანტონი კონტრერასი სახიფათოა, “ლიეპაიასთან” ბოლო მატჩში კი ხრიმალდო გამოირჩეოდა.
მთავარი მსაჯი შოტლანდიელი რობერტსონი იქნება.

22:30 სთ
უფრო გვიან, საქართველოს თასის მფლობელი “სპაერი” სერიოზულ მოწინააღმდეგეს, “აუსტრიას” ვენაში შეხვდება. ჩვენი კლუბებისთვის ავტრიელებთან დაპირისპირება ყოველთვის რთული იყო.
ავსტრიელთა ახალწვეულმა, კორეელმა კანგ-ჰი ლიმ სადებიუტო, ამხანაგურ მატჩივე გაიტანა და 23 წლის ნახევარმცველს სასტარტოში ველით.
გვჯერა, “სპაერი” ბრძოლისუნარიანონას ევროტურნირზეც შეინარჩუნებს და ფავორიტ მეტოქეს ტოლს არ დაუდებს.

განმეორებითი მატჩები ერთ კვირაშია.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings