in

დღეს ევროპა იწყება: ვისთან, როდის, როგორ – საქართველო იტალიით იწყებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მე-6 ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ტურნირი 4-16 იანვარს ხორვატიაში (ზაგრები, დუბროვნიკი) გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატი წელს ახალი ფორმატით ჩატარდება. მონაწილე 16 ნაკრები გასული ევროპირველობის შედეგების მიხედვით, ორ დივიზიონში გადანაწილდა.

საქართველო ხორვატიასთან, უნგრეთთან, ესპანეთთან, იტალიასთან, საბერძნეთთან, საფრანგეთთანა და მონტენეგროსთან ერთად I დივიზიონში მოხვდა, II დივიზიონი კი ნიდერლანდებმა, გერმანიამ, სერბეთმა, რუმინეთმა, ისრაელმა მალტამ, სლოვაკეთმა და სლოვენიამ დააკომპლექტეს.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები B ჯგუფში:
საქართველო, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია.

საქართველოს ნაკრების ჯგუფური ეტაპის განრიგი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე:

მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია პირველ არხზე იქნება.

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე

A დივიზიონის ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო პირდაპირ მეოთხედფინალში გავა, მესამე-მეოთხე ადგილზე გასული გუნდები კი მეორე დივიზიონის ჯგუფების პირველ-მეორეადგილოსნებს მერვედფინალში შეხვდებიან და მათ შორის გამოვლინდება დარჩენილი ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. ბოლო ევროპის ჩემპიონატზე (2022 წელს) საქართველო მე-8 ადგილზე გავიდა, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სერია A-ში მეოთხე ქართველი ითამაშებს: გოგლიჩიძე ემპოლიში მიდის

ხვიჩა სერია ა-ს წლის გუნდშია: კვარა თითქმის ყველას ჯობნის