in

დღეს დიეგოობაა

დღეს დიეგო მარადონას დაბადების დღეა. დიეგო ფიზიკურად აღარ არის დედამიწაზე და დღეს პირველად აღნიშნავენ მის გარეშე მის დღეობას. კიდევ ერთხელ თვალი გადავავლოთ მარადონას შესახებ საინტერესო ფაქტებს.

დიეგო მარადონა: გენია, რომელსაც სიკვდილი არასოდეს უწერია

1960 წლის 30 დეკემბერს მუშისა და დიასახლისის ოჯახში მომავალი მსოფლიო ლეგენდა და განუმეორებელი ფეხბურთელი – დიეგო არმანდო მარადონა დაიბადა.

ფეხბურთელის გენებში იტალიურთან ერთად ხორვატიული სისხლიც ჩქეფს. აღსანიშნავია, რომ ის მარკო პოლოს შორეული ნათესავია.

პატარა დიეგოს პირველი ბურთი 7 წლის ასაკში ბიძაშვილმა აჩუქა. იგი იმდენად აღფრთოვანდა საჩუქრით, რომ მას ძილშიც არ იშორებდა. ხოლო თუ როგორ უნდა ევარჯიშა ბურთით, პირველად მამამ აჩვენა.

დიეგომ “ბარსელონასთან“ 6-წლიანი კონტრაქტი 1982 წელს გააფორმა და მისი ღირებულება 8 მილიონი დოლარი იყო. თავად ფეხბურთელს 3 მილიონი ერგო.

„ნაპოლის“ წევრი მარადონა 1984 წელს გახდა. კონტრაქტის ღირებულება 7 მილიონი იყო. სწორედ მარადონას იქ ყოფნის დროს კლუბმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. ამის აღსანიშნავად ქალაქის ყველა შადრევანი თუ ქანდაკება მარადონას მაისურით მორთეს.

1986 წლის ზაფხულში მარადონას „მილანიდან“ მაცდური წინადადება შეთავაზეს. კლუბის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი არგენტინელს იმაზე ორჯერ მეტ თანხას დაპირდა, რასაც ის „ნაპოლში“ იღებდა. გარდა ამისა, მას მილანის ცენტრში ფეშენებელურ სახლსაც მისცემდა. მარადონამ ყველაფერზე უარი განაცხადა. ამისთვის „ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ მას უნიკალური Ferrari F-40 აჩუქა.

მარადონა იტალიაში საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა, რის გამოც მას იტალიის 40 მილიონი დოლარი ვალი ქონდა. საინტერესოა, რომ ეს ვალი ფეხბურთელს დღემდე არ გადაუხდია. ამიტომ, როცა კი იტალიაში აღმოჩნდება, ცდილობენ დავალიანება ამოიღონ. ფეხბურთელს ართმევენ ყველა ძვირფას ნივთს, რაც კი მას აღმოაჩნდება. მათ შორის იყო Rolex-ის საათი, რომელიც აუქციონზე 25 ათას დოლარად გაიყიდა.

მარადონამ საუკეთესო საფეხბურთო წლები „ნაპოლიში“ გაატარა და სწორედ ცეცხლოვან ნეაპოლიტანურ მიწაზე ჩქეფდა პირადი ცხოვრებაც.
ვინმე ფელიჩე პიცა ამტკიცებდა, რომ დიეგოს 12 ათასი ქალი ყავდა ნეაპოლში ცხოვრების პერიოდში – დაახლოებით დღეში 5 ქალი გამოდის.

მარადონასთვის გვერდი არ აუვლია ადგილობრივ სახელგანთქმულ მაფიასაც. პრესა წერდა მის კავშირებზე „კოზა ნოსტრას“ ბოსთან ჯულიანოსთან. მოგვიანებით მაფია დაეხმარა დიეგოს ეპოვა მოპარული „ოქროს ბურთი“ და რამდენიმე ძვირფასი საათი, თუმცა ბურთი უკვე გადაედნოთ ოქროს ფირფიტებად.

1986 წლის 22 ივნისს მარადონამ ისტორიული და დაუვიწყარი გოლი გაიტანა, რომლის გამო მეტსახელი „ღმერთის ხელი“ უწოდეს. მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა-ინგლისის მატჩის დროს, „აცტეკას“ 120 ათასიან სტადიონზე, მან ინგლისელთა მეკარე პიტერ შილტონს გოლი მარცხენა ხელით გაუტანა. ამ დროს მსაჯმა დარღვევა ვერ შეამჩნია, თავად მარადონამ კი თქვა, რომ ხელით თამაში არ ყოფილა. მოგვიანებით დიეგომ სიმართლე აღიარა და ბოდიშიც მოიხადა.

90-იანი წლების ბოლოს მარადონას ფანებმა კუმირის სახელობის ტაძარი დააარსეს. ამ დროისთვის ტაძრის მრევლი 100 ათასზე მეტი ადამიანია. აღსანიშნავია, რომ ტაძარს თავისი საეკლესიო დღეები აქვს. მათ შორისაა: 29-30 ოქტომბერი – “დაბადება” და 22 ივნისი – აღდგომა, რომელიც არგენტინის ინგლისზე გამარჯვებას ეძღვნება.

ფიფამ მარადონა მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა. მას ხმა გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა მისცა. თუმცა, მუხედავად ამისა, ეს ტიტული ფედერაციის გადაწყვეტილებით პელეს გადაეცა. ამით მარადონა განაწყენდა და განაცხადა, რომ დაჯილდოვების ცერემონიას საერთოდ არ დაესწრებოდა. ამიტომ ფედერაციამ ერთდროულად ორი დიადი ფეხბურთელი აირჩია. მარადონამ თავისი ჯილდოს აღების შემდეგ დარბაზი დატოვა და პელეს დაჯილდოვებას აღარ დაესწრო.

2004 წელს ნარკოტიკების მოხმარების გამო ფეხბურთელმა 120 კილოგრამამდე მოიმატა. ეს მაშინ, როცა მისი სიმაღლე მხოლოდ 165 სანტიმეტრია. გულის შეტევის გადატანის შემდეგ ფეხბურთელი კლინიკაში დაწვა, სადაც მას კუჭის ნაწილი ამოაჭრეს. ამას მკაცრი დიეტები მოყვა, რის შემდეგაც მარადონას წონა 70 კილომდე დავიდა.

ცნობილმა რეჟისორმა ემირ კუსტურიცამ მარადონაზე ფილმი გადაიღო და მას ასევე უბრალოდ უწოდა – „მარადონა“. ეს არ არის მხოლოდ ბიოგრაფიული ფილმი, ეს არის დიდი ადამიანის ისტორია, მოთხრობა მის ბედზე და ოჯახზე, მის პოლიტიკურ შეხედულებებზე.
ცალკე ასახულია ბრძოლა ნარკოდამოკიდებულებასთან, მეგობრობა უგო ჩავესთან და ფიდელ კასტროსთან, ასევე „ღმერთის ხელი“.

მიუხედავად იმისა, რომ მარადონას უამრავ რომანს მიაწერენ, მან 25 წელი ერთ ქალთან იცხოვრა. დიეგო 17 წლის იყო, როდესაც ცეკვებზე მეზობლის გოგონა კლაუდია ვილაფანე დაპატიჟა. მეორე დღეს კი გოგონა მშობლებს წარუდგინა.

დიეგო მარადონას შესახებ დაიწერა და გამოქვეყნდა უზარმაზარი ოდენობის სტატიები და წიგნები. ავტობიოგრაფიული წიგნი „მე ვარ დიეგო“ ქართულადაც არის ნათარგმნი, რომლის ავტორი დათო ტურაშვილია.

მარადონა გახდა ბევრად მეტი, ვიდრე დიდი ფეხბურთელი. ის გადაიქცა ცოცხალ ლეგენდად, ადამიანად, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს მასებზე და პოლიტიკურ ლიდერებზე.

მე საუკეთესო ვარ: დიეგოს ციტატები

მსოფლიო სპორტის მოვლენა დიეგო მარადონა თბილისშიც არის ნამყოფი. ის ჩვენს დედაქალაქში 2008 წლის 22 ოქტომბერს ჩამოვიდა. მაშინ მარადონამ საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზად ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა დაასახელა. 25 ოქტომბერს მარადონას მეგობრების გუნდმა ვეტერან ქართველ ფეხბურთელებთან ამხანაგური მატჩი გამართა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ენისეი-შავი ლომი გადაიდო

მე საუკეთესო ვარ: დიეგოს ციტატები