in

დღეს დიდი კალათბურთია, თბილისში ესპანეთია

შაბათი დღე ქართული სპორტის შავი ლაქა გამოდგა. ჯერ იყო და ნიკა ბასილაშვილი უიმბლდონს დაემშვიდობა, შემდეგ წყალბურთელთა ნაკრები იაპონიასთან 15:16 დამარცხდა და ბოლოს საკალათბურთო ნაკრები უკრაინასთან 66:79 განადგურდა. მკითხველმა, შეიძლება, თქვას 13 ქულიან მარცხს განადგურება რატო ჰქვიაო და სტატისტიკური პერსპექტივიდან მართალიცაა, მაგრამ ის, რაც ლატვიაში მოხდა განადგურებას უფრო წააგავდა…
კარგი, ეს მატჩი უკვე მიმოვიხილეთ და აღარ დავუბრუნდებით. დღეს კი თბილისში ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები ჩამოდის. არცერთი “NBA“-ს მოთამაშე, არც „ბარსა“; „რეალი“; „ვალენსია“ და „ბასკონია“. მოკლედ, ესპანელები ძალიან სუსტი შემადგენლობით ჩამოვლენ, მაგრამ…

უკრაინას მაგალითად ალექს ლენი აკლდა, თუმცა გადაგვთელეს. ვსაუბრობთ ესპანეთზე, რომლის ჩემპიონატიც ევროპაში გამორჩეულია, შესაბამისად, შიდა ჩემპიონატის დაბალადგილოსანი გუნდებისგანაც კი ესპანეთს უდიდესი რესურსი აქვს. სიტყვა გადახალისებამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. საქართველოს ნაცვლად მეტოქე რომ იტალია, საბერძნეთი ან სერბეთი იყოს კიბატონო, მაგრამ ჩვენთვის „ფურია როხა“ მაინც რთული საკბილოა.

„ესპანეთთან თამაშისთვის მომზადება დასრულდა. ხვალ გველის ძალიან რთული მატჩი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან. ამ მომენტისთვის ამ გუნდს ყველა თამაში აქვს მოგებული. მათ ჰყავთ ბრწყინვალე სტაფი და ბრწყინვალე მოთამაშეები. უკრაინასთან მარცხი და ცუდი პერფომანსი ყველა ჩვენგანის ბრალია. უფრო მეტი კონცენტრაცია გვმართებს, უნდა ვაჩვენოთ ამ ყველაფერზე ჩვენი რეაქცია, უნდა ვიბრძოლოთ და უნდა ნახოს ყველამ, რომ გამარჯვებას ვიმსახურებთ. ხვალ ახალ დარბაზში პირველი თამაში გვექნება და გულშემატკივრების მხარდაჭერას ველით. იმედი გვაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის“ – ეს ილიას ზუროსის სიტყვებია.

ვნახოთ და იმედი დავიტოვოთ, რომ უკეთეს ნაკრებს ვნახავთ. ჰო, ბითაძე, ალბათ, ვერც დღეს ითამაშებს. რეალობას თვალი გავუსწოროთ, დღეს ბიჭებისაგან მოგების მოთხოვნა ქართველებისგანაც კი ზედმეტად ამბიციური იქნება. პროგრამა შესრულებულია, შემდეგი ეტაპის საგზური განაღდებულია და მუნდიალამდე ერთი ნაბიჯია. უკრაინასთან გამარჯვება კი ამ ერთი ნაბიჯის ნახევარს კიდევ შეავსებდა, რადგან მაკედონიასთან მოგებული მატჩები ახალ ჯგუფში არ გადაგვყვება და დღეს მარცხის შემთხვევაში გამოვა, რომ ერთი გამარჯვებით გადავალთ ჯგუფში, სადაც იტალია, ისლანდია და ნიდერლანდები გვიცდიან. მუნდიალზე 3 ქვეყანა გავა. იტალიასა და ესპანეთში ეჭვის შეტანა არ გამოვა, უკრაინა, ისლანდია, ნიდერლანდები და ჩვენ კი დასკვნით საგზურს გავითამაშებთ.

შეხვედრა 19:00-ზე ახალ სპორტის სასახლეში დაისტარტება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუსეთის ნაკრების მოთამაშე ჯარში წაიყვანეს…

პრემიერლიგაში ხელფასების მხრივ დიდი კონტრასტია