დღეს ევროპის ჩემპიონატი იწყება. მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. დღეს საღამოს კი მასპინძელი გერმანია შესარჩევში ჩვენს მეტოქეს შოტლანდიას ეთამაშება. გუნდები მიუნხენის „ალიანს არენაზე“ გავლენ და… სამ გოლზე მეტს არ გაიტანენ. რატომ? გადავხედოთ როგორი იყო წინა გახსნის მატჩები.
გახსნის მატჩები ევროპის ჩემპიონატის შემოღებიდან 20 წელიწადში გაიმართა
1980 წლამდე ოლიმპიური სისტემა იყო, ანუ პირდაპირ პლეი-ოფები. ერთი სტადიის თამაშები ერთი და იგივე დროს იწყებოდა, ამიტომ როგორც ასეთი გახსნის მატჩი არ იყო ხოლმე.
1980 წელს იტალიაში პირველად შემოიღეს ჯგუფური ეტაპი. ასე გაჩნდა გახსნის მატჩი.
გახსნის მატჩებში არასოდეს გატანილა სამზე მეტი გოლი.
უბრალო მათემატიკა:
1980: ჩეხოსლოვაკია – გფრ 0:1
1984: საფრანგეთი – დანია 1:0
1988: გფრ – იტალია 1:1
1992: შვედეთი – საფრანგეთი 1:1
1996: ინგლისი – შვეიცარია 1:1
2000: ბელგია – შვედეთი 2:1
2004: პორტუგალია – საბერძნეთი 1:2
2008: შვეიცარია – ჩეხეთი 0:1
2012: პოლონეთი – საბერძნეთი 1:1
2016: საფრანგეთი – რუმინეთი 2:1
2020: თურქეთი – იტალია 0:3
2020: გერმანია – შოტლანდია ?
GIPHY App Key not set. Please check settings