in

დღეს ბათუმში ლეგენდები ითამაშებენ: ინტერი საუკეთესო შემადგენლობით ჩამოვიდა

დღეს, 7 მარტს, ლეგენდების სერიის პირველ მატჩში ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ:

შოთა და აჩი არველაძეები, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, კახა ცხადაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ლევან მჭედლიძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, ჯანო ანანიძე, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლომაია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე კობახიძე, გოგა გახოკიძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე.

„ინტერი“ უძლიერესი შემადგენლობით გვესტუმრა. ცნობილია, რომ „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ ითამაშებენ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები:

ლუიშ ფიგუ, სებასტიან ფრეი, ესტებან კამბიასო, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ლუსიო, ფრანჩესკო კოლონეზე, ფაბიო გალანტე, დიეგო მილიტო, ბორხა ვალერო, ჰუსინ ხარჯა, ხუან სებასტიან ვერონი, უესლი სნეიდერი, ჟულიო სეზარი, გორან პანდევი, ივან კორდობა, გეორგიოს კარაგუნისი, როდრიგო პალასიო, დავიდ სუასო და მაიკონი.

მატჩამდე საქართველოს ვეტერანთა ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდების წარმომადგენლები „ბათუმი არენაზე“ პრესკონფერენციას გამართეს.

არჩილ არველაძე:
„ძალიან მიხარია, რომ შევიკრიბეთ. მადლობა სტუმრებს ჩამობრძანებისთვის. იმედი მაქვს, რომ ხვალ იქნება მხიარული, მეგობრული მატჩი და ჩვენი სტუმრები ბათუმში ორ კარგ საღამოს გაატარებენ. დარწმუნებული ვარ, ბათუმის სტადიონი და ატმოსფერო მოეწონებათ“.

მარკო მატერაცი:
„საფეხბურთო კარიერის მანძილზე მქონდა შესაძლებლობა, მეთამაშა ისეთ ფეხბურთელის წინააღმდეგ, როგორიც კახა კალაძეა. ბევრი თამაში ჩავატარეთ, კახა ძლიერ გუნდში იყო და, სამწუხაროდ, ბევრჯერ წაგვიგია. ხვალ საშუალება გვექნება, კიდევ ერთხელ შევხვდეთ ამხანაგურ მატჩში. გარდა თამაშისა, იქნება მხიარული გარემო და ბევრი ღიმილი“.

კახა კალაძე:
„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ჩავატარო შეხვედრა „ინტერთან“. წლების განმავლობაში ჩვენ მოწინააღმდეგეები ვიყავით. უბედნიერესი ვარ, რომ ღმერთმა „მილანში“ თამაშის შესაძლებლობა მომცა. როგორც ფეხბურთელმა, საკლუბო დონეზე, რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი მოვიგე. ამ შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობას ვუხდი პროექტისთვის. ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ასეთი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა სანახაობრივადაც საინტერესო იქნება. ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიეცემა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვის შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ მილანური დერბის თამაშებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გოლის გატანის სიხარული მისთვის ახლაც დიდი ემოციაა.

„მილანური დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია. ამაში დამეთანხმება გულშემატკივარი. სრულიად ქალაქი ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება ამ თამაშისთვის. „ინტერი“ – „მილანის“ თამაში არის რადიკალურად განსხვავებული ყველა დანარჩენი შეხვედრისგან. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მქონდა შესაძლებლობა, გამეტანა „ინტერის“ კარში და მოგვეგო ის შეხვედრა ანგარიშით 1:0. რთულია იმ ემოციების გადმოცემა, რასაც მაშინ ვგრძნობდი და ბიჭები დამერწმუნებიან, თუ რამხელა სიხარული აქვს იტალიაში, მილანურ დერბში გამარჯვებას. ეს არის უდიდესი პოზიტივი გულშემატკივრებისა და ფეხბურთელებისთვის. მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა, საკუთარ თავზე გამომეცადა ეს ყველაფერი. გამიხარდება, თუ მომეცემა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა ისეთი ფეხბურთელები გვყავს – შოთი, აჩი, გიო ქინქლაძე, დემეტრაძე, იაშვილი, კობი, ქეცბა, რომლებმაც უნდა გაიტანონ. ჩვენ დავიცავთ“, – განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

„ბათუმი არენიდან“ შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე თებერვალში მეცის საუკეთესო ფეხბურთელია

2000-იანი წლების საუკეთესო მწვრთნელები: ჟოზეს ლიპიმ აჯობა