in

დუდა სანაძე უნგრეთში გადავიდა

საქართველს ეროვნული ნაკრების წევრმა, დუდა სანაძემ უნგრულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. 31 წლის უკანახაზელი კარიერას “ატომერომუ პარკსში” გააგრძელებს. სანაძემ კონტრაქტი ონლაინ გააფორმა, უნგრეთში კი მას შემდეგ ჩავა, რაც საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატში ასპარეზობას დაასრულებს.

“ბედნიერი ვარ, რომ ASE-სთან გავაფორმე ხელშეკრულება, კლუბს ამ სეზონში სერიოზული გეგმები აქცს. ყველაფერს გავაკეთებ მოედანზე და მის გარეთ გუნდის საკეთილდღეოდ” – დუდა სანაძის სიტყვები გააჟღერა კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა..

“გახარებული ვართ, რომ ის ჩვენს გუნდში ითამაშებს. ვფიქრობ, ის მესამე ნომერზე დაიწყებს და გუნდს თავისი დიდი გამოცდილებით გამოადგება. დუდა ნამდვილი ლიდერია, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ”, – განაცხადა ატომერომუს მთავარმა მწვრთნელმა ფერენც ჩირკემ.

გასულ სეზონში ატომერომუ პლეი ოფში ვერ მოხვდა, თუმცა უმაღლეს ლიგაში ადგილი იოლად შეინარჩუნა და მომავალ სეზონს მეტი ამბიციით ხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბათუმის ფინალში ფავორიტები გავიდნენ: ახალგაზრდულ ევროპას ინგლისი ან ესპანეთი დაიპყრობს

თსუ-ს ბენფიკა შეხვდა: დაბრუნება 5 წლის შემდეგ