ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა. ფეხბურთელებმა დუბლები შეასრულეს და ნიდერლანდებმა არც თუ ცუდი რუმინეთი დიდი სხვაობით დაამარცხა, ხოლო ჩვენმა ჯგუფელმა თურქეთმა აშკარად აჯობა ჯგუფურ ეტაპზე გამორჩეულ ავსტრიას. ¼ ფინალში სწორედ ნიდერლანდები და თურქეთი შეხვდებიან.
ევრო 2024. 1/8 ფინალი
რუმინეთი – ნიდერლანდები 0:3
2 ივლისი. მიუნხენი. “მიუნხენ ფუტბოლ არენა”. 65 012 მაყურებელი
გოლები: 0:1 გაკპო (20. სიმონსის პასით), 0:2 მალენი (83. გაკპოს პასით), 0:3 მალენი (90+3. სიმონსის პასით)
რუმინეთი: ნიცა, რაციუ, დრაგუშინი, ბურჩე, მოგოში (38. რაკოვიცანი), მ. მარინი (72. ჩიკალდაუ), მანი, სტანჩუ (88. ოლარუ), რ. მარინი, ჰაჯი (72. ალიბეკი), დრაგუში (72. მიჰაილა)
ნიდერლანდები: ვერბრიუგენი, დუმფრისი, დე ვრეი, ვან დეიკი, აკე (69. ვან დე ვენი), სხოუტენი (69. ვეერმანი), სიმონსი, რეინდერსი, ბერგვეინი (46. მალენი), გაკპო (84. ვეგჰორსტი), დეპაი (90+2. ბლინდი)
გაფრთხილება: მ. მარინი (67), დუმფრისი (78), სტანჩუ (81), მალენი (90+4)
უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: კოდი გაკპო
ნიდერლანდები და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. 2008 წლის ევროზე ნიდერლანდებმა 2:0 მოიგო.
ნიდერლანდებმა პირველ ტაიმში 10 კუთხური მოაწოდა. 1980 წლის შემდეგ მათზე მეტი კუთხური პირველ ტაიმში მხოლოდ შვედეთს აქვს მოწოდებული (11) ევრო 2000-ზე იტალიასთან მატჩში.
ევრო 2000-ის (6:1 იუგოსლავიასთან) შემდეგ პირველად მოხდა, რომ ნიდერლანდების ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩში ერთზე მეტი გოლი გაიტანა.
ევრო 2000-ის შემდეგ რუმინეთის ნაკრებმა დიდი საფეხბურთო ტურნირის პლეი-ოფში პირველად ითამაშა.
25 წლის და 56 დღის კოდი გაკპო ნიდერლანდების ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია მარკო ვან ბასტენის (23 წლის და 238 დღის, ევრო 88-ზე) შემდეგ, ვინც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა.
ნიდერლანდების ნაკრების მიერ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი ბოლო 12 გოლიდან 6 (50%) კოდის გაკპოს ეკუთვნის.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი დუბლი რაზვან მალენმა შეასრულა.
დონიელ მალენმა ნიდერლანდების ნაკრების მაისურით მე-7 გოლი გაიტანა შეცვლაზე შესულმა. ამ რაოდენობით ის მხოლოდ პიერ ვან ჰოიდონკსა (10) და კლაას იან ჰუნტელაარს (8) ჩამორჩება.
ავსტრია – თურქეთი 1:2
2 ივლისი. ლაიპციგი. “რედ ბულ არენა”. 38 305 მაყურებელი
გოლები: 0:1 დემირალი (1), 0:2 დემირალი (59. გიულერის პასით), 1:2 გრეგორიჩი (67. პოშის პასით)
ავსტრია: პენტცი, პოში, დანსო, ლინჰარტი (64. ვობერი), მვენე (46. პრასი), ზაივალდი, ზაბიტცერი, ლაიმერი (64. გრილიჩი-7.0), ბაუმგარტნერი, შმიდი (46. გრეგორიჩი), არნაუტოვიჩი
თურქეთი: გიუნოქი, მიულდური, ბარდაქჩი, დემირალი, ქადიოღლუ, იუქშექი (58. ოზჯანი), აიჰანი, ილმაზი, ქოქჩუ (83. ქაჰვეჩი), ილდიზი (78. აქთიურქოღლუ), გიულერი (78. იოქუშლუ)
გაფრთხილება: ქოქჩუ (11), შმიდი (38), იუქშექი (42), ლინჰარტი (53)
უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: მერიჰ დემირალი
ავსტრია და თურქეთი დიდ საფეხბურთო ტურნირზე პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
1964 წლის შემდეგ თურქეთის ნაკრები პირველი გუნდი გახდა, რომლის შემადგენლობაში ფინალურ ტურნირზე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი) 20 წლამდე ასაკის ორმა ფეხბურთელმა ითამაშა – გიულერი და ილდიზი ავსტრიასთან მატჩში 19 წლისანი იყვნენ.
ბოლოს ავსტრიის ნაკრები თურქეთს ამხანაგურ მატჩში მიმდინარე წლის მარტში შეხვდა და 6:1 მოუგო.
ევრო 2024-ზე მეორე დუბლი თურქეთის ნაკრების მცველმა, მერიჰ დემირალმა შეასრულა.
მერიჰ დემირალის გოლი ავსტრიის ნაკრების კარში, რომელიც 57-ე წამზე გავიდა, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეორე ყველაზე სწრაფი გოლია. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატების ყველაზე სწრაფი გოლიც ამ ჩემპიონატზე გავიდა, რომელიც იტალიასთან მატჩში ალბანელმა ბაირამმა გაიტანა (23-ე წამი).
მერიჰ დემირალი პირველი მცველია ლილიან ტურამის (ხორვატიასთან, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე), რომელმაც დიდი ტურნირის პლეი-ოფის მატჩში დუბლი შეასრულა.
უეინ რუნისა და კრიშტიანო რონალდოს (ორივე – ევრო 2004-ზე) შემდეგ არდა გიულერი პირველი თინეიჯერია, ვინ ევროპის ჩემპიონატის ერთ ტურნირში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა.
GIPHY App Key not set. Please check settings